„კავკასიური ცარცის წრე“ (გერმ. Der Kaukasische Kreidekreis) — 1944 წელს ბერტოლტ ბრეხტის მიერ შექმნილი ეპიკური პიესა, სადაც მოთხრობილია გოგონაზე, რომელიც მოიტაცებს ბავშვს და ბავშვისთვის ნამდვილ მშობლებზე უკეთეს დედად იქცევა. პიესა ბრეხტმა შეერთებულ შტატებში ყოფნისას დაწერა. პიესა ინგლისურ ენაზე თარგმნა მისმა მეგობარმა და თაყვანისმცემელმა ერიკ ბენტლიმ და მსოფლიო პრემიერა, სტუდენტური დადგმის სახით, მინესოტაში, კარლტონის კოლეჯში 1948 წელს შედგა. პროფესიულ სცენაზე კი ფილადელფიაში, ჰეჯგროუს თეატრის სცენაზე განხორციელდა ბენტლის რეჟისორობით. გერმანული პრემიერა 1954 წელს, შიფბაუერდამის თეატრში, ბერლინში შედგა. „კავკასიური ცარცის წრე“ ბრეხტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პიესად ითვლება და გერმანულ პიესებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.
სპექტაკლი ორ მოქმედებად, ხანგრძლივობა 2 საათი და 40 წუთი
- პიესის ავტორი: ბერტორლდ ბრეხტი
- რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი
- მხატვარი: მირიან შველიძე
- გოგა ბარბაქაძე
- აპოლონ კუბლაშვილი
- მარიშა კიტია
- თიკო კორძაძე
- მარიამ ჯოლოგუა
- კახა მიქიაშვილი
- ჯაბა კილაძე
- მამუკა მუმლაძე
- სანდრო მარგალიტაშვილი
- ვანო ქურასბედიანი
- თამუნა ნიკოლაძე
- მაია დობორჯგინიძე
- გიორგი ჯიქია