რუსთაველის თეატრისპექტაკლები

ლისისტრატე

9.26/10 (შეაფასა (47) - მა მაყურებელმა,)
Loading...
აღწერასპექტაკლზე მუშაობდნენმონაწილეობენ

ძვ. წ. 411 წელს ცნობილმა ბერძენმა დრამატურგმა არისტოფანემ დაწერა კომედია “ლისისტრატე”. იგი მოგვითხრობდა ათენელი ქალის ლისისტრატეს ამბავს. ათენელებისა და სპარტელების ომს ბოლო არ უჩანდა. ქალს ამ ომის შეჩერება სურდა. მან მეტად ორიგინალურ მეთოდს მიმართა. მთელი ათენის ქალები აკროპოლში ჩაიკიტნენ და კაცებთან ურთიერთობაზე უარი განაცხადეს. ეს ერთგვარი “სექსუალური გაფიცვა” წარმატებით დაგვირგვინდა. ომი დასრულდა. სახელი ლისისტრატე “ომის გამანადგურებელს” ნიშნავს. ლაშა ბუღაძის პიესის სიუჟეტი “ლისისტრატეში” მომხდარი მოვლენებიდან 25 წლის შემდეგ ვითარდება: ლისისტრატემ და მისმა თანამებრძოლმა ქალებმა დაამყარეს მშვიდობა და განვითარებული და პროგრესული ქალაქ-სახელმწიფო შექმნეს. აქ არავინ არავის ჩაგრავს, ქალებზე არავინ ძალადობს. ოღონდ ესაა, გალავნის გადაღმა, სხვა ქალაქებში ისევ ძველი პრობლემებია და კაცებიც კვლავ ომებში არიან ჩაფლული. ქალები იქ მონებად ჰყავთ და გამუდმებით ცდილობენ შემოაღწიონ ლისისტრატეს ქალაქში, თუმცა ამაოდ, კარბჭეს ამორძალები იცავენ. ლისისტრატეს თანამებრძოლ ქალს ქალიშვილი ჰყავს, რომელსაც ახალგაზრდა კაცი შეუყვარდება. ვაჟის დედა ლისისტრატეს ოპოზიციის წევრია. “დედები” თვლიან, რომ ოჯახში კაცი უნდა იყოს მთავარი, ქალი კი მას ემორჩილებოდეს. ქალიშვილს რატომღაც რომანტიკულად და მიმზიდველად ეჩვენება ოდნავ აგრესიული მამაკაცი, რაც დედის და მისი მეგობრების შეშფოთებას იწვევს. ტრადიციონალისტი და ლიბერალი დედები ლისისტრატესთან იკრიბებიან. ვაჟი გაოგნებულია, არ ესმის, რატომ ფიქრობენ ლიბერალი დედები, რომ ის აგრესიული და მოძალადე ქმარი იქნება. შეყვარებული გოგონა კი ლიბერალ დედას საყვედურობს _ ვერაფერი ლიბერალიზმია, როცა შვილს ისე ცხოვრებას უკრძალავ, როგორც მას მიაჩნია სწორად. საბოლოოდ, ლისისტრატე დალოცავს ახალგაზრდებს, მაგრამ გადის დრო და… ვაჟმა თავის ცოლს ხელი გაარტყა! პირველად 25 წლის განმავლობაში ლისისტრატეს ქალაქში კაცი ფიზიკურად შეეხო ცოლს. ეს შესაძლოა დიდი კატასტროფის საწინდარი იყოს, რადგან მცირე ძალადობა მომავალში აუცილებლად წარმოშობს დიდ ძალადიბას. ნუთუ ლისისტრატე შეცდა… პიესა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. სპექტაკლი დაიდგა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით.

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • ავტორი – ლეონარდ გერში
  • მხატვარი – ირაკლი ავალიანი
  • რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი –  დავით საყვარელიძე
  • კოსტუმების მხატვარი – პოლინა რუდჩიკი
  • რეჟისორის თანაშემწე – მარინა ამაღლობელი
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • მანანა აბრამიშვილი
  • მანანა გამცემლიძე
  • თამთა ინაშვილი
  • ნინო კასრაძე
  • ნანა ლორთქიფანიძე
  • რუსუდან მაყაშვილი
  • ეკა მოლოდინაშვილი
  • ია სუხიტაშვილი
  • ქეთი ხიტირი
  • ლაშა ჯუხარაშვილი.
[/lists]
Back to top button
Close