თუმანიშვილის თეატრისპექტაკლები

მაცეკვე ტანგო

9.17/10 (შეაფასა (41) - მა მაყურებელმა,)

Loading...
„მაცეკვე ტანგოს“ შეიძლება სიტუაციათა კომედია ეწოდოს, მაგრამ პიესა ბევრად უფრო მნიშვნელოვან სათქმელს შეიცავს. ადამიანთა ურთიერთობა მეოცე საუკუნის ძირითად პრობლემად იქცა და გაუცხოება არა ფილოსოფიური, არამედ ყოფითი სახით შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში. ნინო მირზიაშვილის პიესაში ორი ოჯახის ისტორია შემთხვევით შეეჯახა ერთმანეთს და ამ შემთხვევითობამ ორივეს ცხოვრება შეცვალა. კინომსახიობთა თეატრის ხუთი შესანიშნავი მსახიობი, ნინელი ჭანკვეტაძე, ზაზა მიქაშავიძე, ქეთი ასათიანი, გია აბესალაშვილი, ბექა ჯუმუტია და ჯაბა სულაკაძე რეჟისორ მამუკა ტყემალაძესთან ერთად გვიამბობს რახდება მათი გმირების თავს.
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • პიესა – ნინო მირზიაშვილი
  • რეჟისორი – მამუკა ტყემალაძე
  • მხატვარი – ნინო კიტია
  • მუსიკალური გაფორმება – ანი მურღულია
  • ვიდეო/გრაფიკა – ირაკლი ზურაბიშვილი
  • ქორეოგრაფი – მარინა ალექსიძე
  • ტექნიკური რეჟისორი – ხათუნა ჯამათაშვილი
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • ნინელი ჭანკვეტაძე
  • ზაზა მიქაშავიძე
  • გია აბესალაშვილი
  • ქეთი ასათიანი
  • ბექა ჯუმუტია
  • ჯაბა სულაკაძე
[/lists]
ნინო მირზიაშვილი პროფესიით დრამატურგი არ არის, ის ქიმიკოსია და ეს იყო მისი პირველი და წარმატებული მცდელობა დრამატურგიის ურთულეს სფეროში. „მაცეკვე ტანგო“ მაშინვე საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. დაიბეჭდა ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“, წარმატებული იყო საჯარო წაკითხვის დროს, კინომსახიობთა თეატრში, რამოდენიმე რეჟისორის ინტერესის საგანი გახდა, თუმცა პირველი დადგმის უფლება კინომსახიობთა თეატრს მიენიჭა.
Back to top button