მუსიკისა და დრამის თეატრისპექტაკლები

მაკბეთი

9.13/10 (შეაფასა (23) - მა მაყურებელმა,)
Loading...Loading...

„ბნელში ნათელია, ნათელში ბნელი“…. შექსპირის პიესა „მაკბეთი“ – ერთ–ერთი ყველაზე შავბნელი და უიმედოა დრამატურგის შემოქმედებაში. რეჟისორმა დავით დოიაშვილმა მაყურებელს მსოფლიოში ამ სახელგანგმული ნაწარმოების სრულიად ახალი ხედვა შესთავაზა, თუმცა მისი ინტერპრეტაცია არ ტოვებს ეჭვს იმაში, რომ კლასიკური ტექსტი ყოველთვის შესაბამისობაშია თანამედროვეობასთან. „სამეფო გვირგვინი“– აი, რა არის მაკბეთის ამქვეყნიური მისწრაფებების მწვერვალი. თავის მიზნის მისაღწევად მაკბეთს აქვს ყველანაირი უფლება იმოქმედოს ისე, როგორც სურს, რადგან მისი ქმედებები იმ რეჟიმის შედეგია, რომლის კანონების თანახმადაც ის ცხოვრობს. მაგრამ საკუთარი ნამოქმედარის წინაშე შიში და ძრწოლა, სიცოცხლეს მოუწამლავს უზურპატორსა და კაცის მკვლელს და ბოლოსდაბოლოს, სიკვდილი მაინც ეწევა მკვლელს, რადგან მიუხედავად ყველანაირი დესპოტიზმისა და ჯადოქრობისა, ადამიანი ყოველთვის თვითონ აგებს პასუხს საკუთარ ბედზე. სპექტაკლი “მაკბეთი“, გამოსვლისთანავე მნიშვნელოვან თეატრალურ მოვლენად იქცა და მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მონაწილე გახდა. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი იყო რიეკას (ხორვატია) საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, სადაც სპექტაკლი თორმეტი შესაძლო ნომინაციიდან, ცხრაში გამარჯვებულად გამოცხადდა. მათ შორის: საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო სცენოგრაფია, საუკეთესო კოსტუმი, საუკეთესო მუსიკა, საუკეთესო განათება, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი კაცი და ასევე, ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი.
2010 წ. – თეატრალური პრემია ,,დურუჯი” – საუკეთესო სპექტაკლი
ხანგრძლივობა 120 წთ.
პრემიერა შედგა 2009 წლის 12 ოქტომბერს
სპექტაკლი ორ მოქმედებად

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • პიესის ავტორი – უილიამ შექსპირი
  • პიესა თარგმნა მანანა ანთაძემ
  • რეჟისორი და სცენოგრაფი – დავით დოიაშვილი
  • კოსტუმების მხატვარი – ანანო მოსიძე
  • ქორეოგრაფი – კონსტანტინე ფურცელაძე
  • კომპოზიტორი – ნიკა მემანიშვილი
  • ვიდეო პროექციის რეჟისორი – ნინო ლაპიაშვილი
  • მხატვარი / გამნათებელი – ია ნადირაშვილი
  • ხმის რეჟისორი – ემზარ ბეგიაშვილი
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • დანკანი – ალეკო ბეგალიშვილი
  • მალკოლმი – ტატო ჩახუნაშვილი
  • დონალბეინი – გიორგი მოძმანაშვილი
  • მაკბეთი – თორნიკე გოგრიჭიანი
  • ბენკო – იმედა არაბული
  • მაკდაფი – კახა კინწურაშვილი
  • ლენოქსი – გივი ქარსელაძე
  • როსი – დავით ბეშიტაიშვილი
  • ლედი მაკბეთი – ბუბა გოგორიშვილი, ნანკა კალატოზიშვილი
  • კუდიანები: ანა ალექსიშვილი, ნანა ბუთხუზი, არჩილ სოლოღაშვილი
[/lists]
Back to top button
Close