მუსიკისა და დრამის თეატრისპექტაკლები

მედეა

9.00/10 (შეაფასა (27) - მა მაყურებელმა,)
Loading...Loading...
აღწერასპექტაკლზე მუშაობდნენმონაწილეობენ

თუ გინდათ გაიგოთ ვინ არის ყველაზე ცნობილი ქართველი ქალი, რომლის სახელსაც უკავშირდება ხუთასამდე ნაწარმოები, რომელიც საუკეთესო ქალ პერსონაჟად ითვლება მსოფლიო ლიტერატურის ისტორაში და რომლის სახელსაც უკავშირდება მედიცინა, საკმარისია გაეცნოთ არგონავტების მითს და მასში იპოვით მედეას – ქალს, რომელმაც თავისი ელვარებით არგონავტებიც კი დაჩრდილა მითში, არგონავტების შესახებ. „მედეა“ – ამბავი ემიგრაციასა და მარტოობაზე, რომელიც არ კარგავს თანამედროვე მნიშვნელობას. შვილთამკვლელი უცხოტომელის მიმართ ინტერესი უწყვეტია.
„მედეა“ არის პიესა კულტურათა დაპირისპირების შესახებ. ეს არის მარტოობის სევდა, რომელიც ნაცნობია ყველა ემიგრანტისთვის, რომელიც ემოციურად მიჯაჭვულია თავის ბარბაროსულ ქვეყანაზე. კულტურათა სხვაობა იწვევს გარკვეულ დისტანციას მაღალგანვითარებულ და მესამე სამყაროს ქვეყნებს შორის, რომლის გადალახვაც, მტკივნეული და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია ბარბაროსისთვის. ჩვენი ახალი პროდუქცია, მარტოდ დარჩენილ უსამშობლო ქალზეა, რომლის ხასიათიც, ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალიან ნაცნობია. ეს არის ერთგვარი ანალიზი, მცდელობა იმისა, რომ ჩვენი შეცდომები, და მათი გამომწვევი მიზეზები საკუთარ წარმართულ წარსულში ვეძებოთ. ეს არის სპექტაკლი მიტოვებულ ქალზე, რომელიც ერთდროულადაა დედაც, ცოლიც, გრძნეულიც, ურჩხულიც და ქართული პარადიგმაც.

სპექტაკლი ხანგრძლოვობა: 80 წთ.
სპექტაკლი ერთ მოქმედებად

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • ავტორი – ევრიპიდე
  • რეჟისორი – მიხეილ ჩარკვიანი
  • კომპოზიტორი – ცოტნე გოგიტიძე
  • კოსტიუმების მხატვარი – ანანო მოსიძე
  • ფოტო და ვიდეო – თეონა მესტუმრე
  • განათების მხატვარი – ია ნადირაშვილი
  • ხმის რეჟისორი – ემზარ ბეგიაშვილი
  • რეჟისორის თანაშემწე – ნინო დაშნიანი
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • მედეა – ბუბა გოგორიშვილი
  • იასონი – კახა კინწურაშვილი
  • კრეონი – დავით ბეშიტაშვილი
  • ეგევსი – ალექსანდრე ბეგალიშვილი
  • ძიძა – მარინა ჯოხაძე
  • ქორო, გლავკე – ანა წერეთელი
  • ქორო, მაცნე – თეონა ლეჟავა
  • ქორო, კრიფე – გიგი ქარსელაძე
  • ქორო, აღმზრდელი – ირაკლი კაკაბაძე
  • ბავშვები: დათუნა ბეგალიშვილი, გიორგი კიკვიძე
[/lists]
Back to top button
Close