თავისუფალი თეატრისპექტაკლები

მექანიკური ფორთოხალი

9.08/10 (შეაფასა (61) - მა მაყურებელმა,)

Loading...
აღწერასპექტაკლზე მუშაობდნენმონაწილეობენ

დარბაზში შესვლისას, პირველ რიგში თქვენს ყურადღებას 4 ეკრანი მიიპყრობს, რომელიც აფხაზეთის ომის კადრებს ასახავს. მეორე მოქმედებაში კი თითოეულ პერსონაჟს ახლოდან გვიშიფრავს. სპექტაკლის მაყურებლის ასაკობრივი შეზღუდვა/16 წლამდე/ ტყუილ-უბრალოდ არ დაწესებულა. სპექტაკლში ბევრია სადისტური სცენები, რომელიც მდგრად ფსიქიკას მოითხოვს. ყველამ იცის, ან სმენია მაინც, თუ რა ხდებოდა 90-იანების საქართველოში. აქაც სწორედ 4 მხედრიონელის ამბავია ნაჩვენები, როგორ სასტიკად ექცეოდნენ ისინი ხალხსა და ერთმანეთს, თუმცა გულის სიღრმეში, რომელიც შემდეგ სამედიცინო დაკვირვებით ხდება ნაჩვენები, ისინი სრულებით განსხვავებულები არიან. ალბათ ყოველთვის იყო მათ შორის ერთი რომელიც სინამდვილეში მშიშარა იყო და საერთოდაც არ მოსწონდა საძმოს მიერ ჩადენილი დანაშაულებები, ერთი რომელიც სოფელში, სიდუხჭირეში გაიზარდა და ამაზრზენი იყო მისი ძმაკაცების ლაპარაკი და საქციელი, ერთი რომელიც ომის სინდრომით იყო შეპყრობილი და წარსულში ისეთი სიმწარეები ენახა რაც აწმყოში ხშირად თავს ახსენებდა და ერთიც რომელსაც ღალატობდნენ, მორიგი საქმის დროს მარტოს ტოვებდნენ პოლიციის საჯიჯგნად.სპექტაკლს აგვირგვინებს არაჩვეულებრივი ექსპერიმენტი, როდესაც ერთ-ერთ ასეთ ქუჩის ვიგინდარას შეიპყრობენ და “კარგ ბიჭად” აქცევენ. ბიჭს ეკრანზე მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს მეორე მხრიდან ანახებენ და ბიჭიც ტყდება.
წყარო: theatroholic.wordpress.com

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • ე. ბერჯერსის რომანის მიხედვით
  • რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი
  • მხატვარი: მირიან შველიძე
  • კოსტიუმების მხატვარი: ნათია ფრუიძე
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • აპოლონ კუბლაშვილი
  • ჯაბა კილაძე
  • სანდრო მარგალიტაშვილი
  • ლაშა გურგენიძე
  • სლავა ნათენაძე
  • მიშა არჯევანიძე
  • ქეთა ლორთქიფანიძე
  • მარიამ ნადირაძე
  • ანი ალადაშვილი
[/lists]

Back to top button