რუსთაველის თეატრისპექტაკლები

ნადირობის სეზონი

8.75/10 (შეაფასა (28) - მა მაყურებელმა,)
Loading...
აღწერასპექტაკლზე მუშაობდნენმონაწილეობენ

ახალგაზრდა მსახიობი ქალი ია პრემიერისთვის ემზადება. პიესის ავტორი _ ალე მისი საყვარელია. ქალი ძალიან ნერვიულობს, ეჩვენება, რომ მის ბინაში დასახლდა ბრმა პოლტერგეისტი. უაღრესად დაძაბული იას ცნობიერებაში არეულია სინამდვილე და ფანტაზია. თანდათან იშლება ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის. დაბნეულ ქალს ვერ გაუგია, რა ხდება მის თავს. “აი თქვენ გღვიძავთ. . . მეც მღვიძავს, მაგრამ იქნებ მე მძინავს და თქვენ მესიზმრებით,” _ მიმართავს იგი მაყურებელს. პიესის გმირი ფსიქიურად შერყეული მაწანწალაა. თავს მერლინ მონროს ქმრად წარმოგვიდგენს და თავისი ცხოვრების ისტორიას გვიყვება. მან შეთანხმება დადო ამერიკის პრეზიდენტთან. კაცმა თავის ცოლი მისცა, ხოლო პრეზიდენტს მშვიდობა უნდა დაემყარებინა მთელ მსოფლიოში, თუმცა. . . მშვიდობისათვის მებრძოლი გმირი დახვრიტეს. ექვსმა ჯარისკაცმა ესროლა, მაგრამ ოქმი რომ შეადგინეს, ხუთი ნატყვიარი აღმოჩნდა. ექვსივე დახვრიტეს.
ტრაგიკომიკური ფანტასმაგორია ერთ მოქმედებად
სპექტაკლის ხანგრძლივობა 95 წთ

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • ავტორი – თამაზ ჭელიძე
  • რეჟისორი – რობერტ სტურუა
  • მხატვარი – თემურ ნინუა
  • კომპოზიტორი – გია ყანჩელი
  • ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე
  • რეჟისორის თანაშემწე – ციცნო გვაზავა
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • გოგა ბარბაქაძე
  • სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე
  • ზუკა პაპუაშვილი
  • ია სუხიტაშვილი
  • ზაზა ბარათაშვილი
  • გელა თავბერიძე
  • კახა კუპატაძე
  • გაგი სვანიძე
  • ბექა სონღულაშვილი
[/lists]
Back to top button
Close