მოზარდმაყურებელთა თეატრისპექტაკლები

ნოველები

9.25/10 (შეაფასა (4) - მა მაყურებელმა,)
Loading...Loading...
აღწერასპექტაკლზე მუშაობდნენმონაწილეობენ

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე პირველად რევაზ ინანიშვილის ნოველები იდგმება. რეჟისორმა და ინსცენირების ავტორმა ოთარ ბაღათურიამ ერთ-ერთი საუკეთესო პროზაიკოსის რამდენიმე ნოველა ერთ სიუჟეტურ ქარგაში გააერთიანა. სცენოგრაფია აივენგო ჭელიძეს ეკუთვნის, კოსტიუმები მაია სხირტლაძეს, მუსიკალური გაფორმება ლექსო ტურიაშვილს.
ინანიშვილის საოცრად ადამიანური და სითბოთი გამსჭვალული ნაწარმოები იშვიათად იდგმება ქართულ სცენაზე. წარმოდგენა ეხება ისეთ მარადიულ თემებს, როგორიცაა ღირსება, სიყვარული, ადამიანობა, ერთგულება და თანადგომა.
“ადამიანო იცოდე რომ მარტო ხარ! მარტო! იჩქარე, რომ დროზე ააგო შენი ასაგები კოშკი”. ოთარ ბაღათურიას სპექტაკლი სხვადასხვა ეპოქაში ადამიანთა ყოფის თემას ეხმიანება. “ჩემი ჩანაწერები ნამცეცებად ქცეული სიკეთის ამოკენკვის ცდაა”- წერდა მწერალი.
რევაზ ინანიშვილის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: “ნატვრის ხე”, “ქვიშანი დარჩებიან”, “ჩირიკი და ჩიკოტელა”, “არდადეგები”, “დედუნა” და სხვა.

სპექტაკლის ხანგრძლივობა 1.20 წუთი

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი – ოთარ ბაღათურია
  • დამდგმელი მხატვარი – აივენგო ჭელიძე
  • კოსტიუმების მხატვარი – მაია სხირტლაძე
  • მუსიკალური გაფორმება – ლექსო ტურიაშვილის
  • რეჟისორის თანაშემწე – ინგა კაჭახიძე
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]

მონაწილეობენ: ნინო ანდრიაძე, ნინო არჩაია, ელენე ბეჟაშვილი, ნაირა გელაძე, ხატია მელქაძე, ეკატერინე შარიქაძე, ნიკოლოზ ბოგვერაძე, ირაკლი გოგოლაძე, ლაშა გრძელიძე, ვანო დუგლაძე, ლევან კაციაშვილი, რაჟდენ კერვალიშვილი, იოსებ მოლოდინაშვილი, რატი ნავაძე, ნუგზარ ყურაშვილი, მერაბ შარიქაძე, დავით ხახიძე

[/lists]
Back to top button
Close