სიახლეები

ახმეტელის თეატრმა “პინოკიოს თავგადასავალი” სპეციალურად “აისი”-ს ბენეფიციარებისთვის ითამაშა

28 ნოემბერს, 14 საათზე სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი “პინოკიოს თავგადასავალი” სოციალური რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრში – “აისი” წარმოადგინეს

აისის ბენეფიციარებმა – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარებმა ახმეტელის თეატრის მსახიობების შესრულებით მსოფლიოში ერთადერთი და ყველაზე ცნობილი ხის ბიჭუნას – ონავარი პინოკიოს თავგადასავალი ნახეს

28 ნოემბერს აისის ბენეფიციარი ბავშვებიც წარსდგენენ მაყურებლის წინაშე, მათ სპეციალური ღონისძიება მოამზადეს

სოციალური რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრი “აისი” შეიქმნა 2002 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლების და პროფესიონალების ერთობლივი ძალისხმევით

მისამართი: თბილისი, ავჭალა, ა.მანაგაძის 21 (ყოფილი ჩიქვანაიას ქუჩა)

Back to top button