მარიონეტების თეატრისპექტაკლები

რამონა

9.00/10 (შეაფასა (19) - მა მაყურებელმა,)
Loading...Loading...
აღწერასპექტაკლზე მუშაობდნენმონაწილეობდნენავტორისგან

„რამონა“ – ორი ორთქმავალის მშვენიერი და ტრაგიკული სიყვარულის ისტორიაა. პიესის მოქმედება ომის შემდგომ სსრკ–ში ვითარდება. ორთქმავალი ერმონი მივლინებით შორეულ მხარეში მიემგზავრება „ხუთწლედის ოთხ წელიწადში“ ასაშენებლად. რამონა კი სახლში რჩება და რკინიგზის პატარა სადგურ რიონზე ელოდება ქმარს. იხსენებს როგორ ოცნებობდნენ ბედნერებაზე, გვერდიგვერდ დიდი ხნით გაჩერებაზე, რომ ყვავილებს გაედგათ მათში ფესვები. თვეები, წლები გრძელდება განშორება, დროს ახალი განსაცდელი მოაქვს გმირებისთვის. როცა ქალაქში მოხეტიალე ცირკი შაპიტო გამოჩნდება, რამონას ცხოვრება სამუდამოდ იცვლება. განშორებული შეყვარებულები ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ როგორი იქნება ეს შეხვედრა და რა გარემოებებში, მაყურებლისათვის გამოცანად სპექტაკლის ბოლო წუთებამდე რჩება.

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • რეჟისორი – რეზო გაბრიაძე
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • ჩულპან ხამატოვა
  • სერგეი გარმაში
  • რომან კარცევი
  • რუსლან მიქაბერიძე
  • ოლგა ტუმაიკინა
  • ალექსეი კოლგანი
  • ზაზა პაპუაშვილი

და სხვ…
[/lists]

კიპლინგს ეკუთვნის ერთი შთამაგონებელი ფრაზა: “ლოკომოტივი ადამიანის ყველაზე მგრძნობიარე ქმნილებაა!”მეც გადავწყვიტე რაიმე შემექმნა ამ თემაზე. ჩემს მეხსიერებაში უეცრად გაიღვიძა ერთმა თბილმა და მივიწყებულმა სიტყვამ: ორთქლმავალი! ეს არსება ორთქლის ღრუბლებით სუნთქავდა, ხრინწიანი საყვირით გვეხმიანებოდა და ნესტიან ამინდშიც ქვანახშირის მშრალი სუნი ასდიოდა. ორთქლმავლის ხსენებამ კიდევ ერთ ბედნიერ მოგონებასთან მიმიყვანა – მოხეტიალე ცირკი, ჩემი ბავშვობის შაპიტო, რომელშიც ბრეზენტის, ნახერხის და ნეხვის სუნი ტრიალებდა. ასე შეხვდა ერთმანეთს ეს ორი საყვარელი და სამუდამოდ ჩავლილი სახე-მოტივი: ორთქლმავალი და შაპიტო! მინდოდა მაყურებლისთვის გამეზიარებინა შეგრძნება სამოთხისა, რომელშიც დაუმსახურებლად აღმოვჩნდი და საიდანაც ცხოვრებამ გამომაძევა… რეზო გაბრიაძე სპექტაკლ „რამონას“ შესახებ

Back to top button
Close