თოჯინების თეატრის პირველი სპექტაკლი, რომელიც შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი!
საქართველოს ისტორია – მრავალი გადატანილი ომის, მტერთან თავდაუზოგავი ბრძოლის ისტორია… მოუსვენარი ცხოვრება ქვეყნისა, რომელსაც ძიძგნიდნენ, ჭამდნენ, მაგრამ მაინც მუდამ გაისმოდა ჩვენი – ქართველების სიმღერისა და ცეკვის ხმა! დიახ, ყველგან და ყოველთვის ისმოდა ეს ხმა – შრომის, მოსვენების, გაჭირვებისა თუ ლხინის დროს! და მერე ვინმე, უცხო ქვეყნიდან მოსული, მხრებს აიჩეჩავდა და იტყოდა – ეს ქართველები რა უცნაური ხალხია – სულ ომი აქვთ და რა აცეკვებთ, ან რა ამღერებთო… ჩვენ გიამბობთ საქართველოს ისტორიას, გიამბობთ სიმღერით, ცეკვითა და ბრძოლით! გიამბობთ სევდანარევი სიყვარულით… ესაა ჩვენი ხელებით ნაამბობი საქართველოს ისტორია – ხელებით, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ!
- ინსცენირება, რეჟისურა და სცენოგრაფია – ნიკოლოზ საბაშვილი
- მუსიკალური გაფორმება – თამაზ იმნაძე
- ტექნიკური რეჟისორი – თამარ მედოევი
- თამთა ბაქრაძე
- მალხაზ გაბუნია
- თეა კიწმარიშვილი
- მაია მალხაზიშვილი
- გიორგი ტალახაძე
- გიორგი ღონღაძე
- ნათია შეშაბერიძე
- ნათია ხმიადაშვილი