მარჯანიშვილის თეატრისპექტაკლები

საზღვრები

7.78/10 (შეაფასა (9) - მა მაყურებელმა,)
Loading...
აღწერასპექტაკლზე მუშაობდნენმონაწილეობენ

ეს სპექტაკლი სიყვარულზეა. ამ გრძნობის ნოსტალგიაა. გულჩვილებს ცრემლსაც მოგგვრით. ქართველ ვიქტორსა და პოლონელ ჰელენას მოსკოვში ერთმანეთი შეუყვარდებათ. გოგონა კონსერვატორიაში სწავლობს და მომღერლის კარიერაზე ოცნებობს, ბიჭი ღვინის ტექნოლოგი და მომავალი მეღვინეა. წყვილის ძლიერ გრძნობას მათი ეროვნება და საბჭოთა რეჟიმი უშლის ხელს. მოქმედება 1947 წელს ხდება და იმ წელს შემოსული კანონის თანახმად, სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ერთმანეთზე ვერ იქორწინებდა. ვიტეგი (პოლონურად ასე ჟღერს ვიქტორი) კარიერის დაკარგვის შიშმა შეიპყრო, ამიტომაც უარი თქვა საყვარელ ქალთან ერთად ცხოვრებაზე, თუმცა ამას აპირებდა. ჰელენას მოსკოვიდან სამშობლოში აძევებენ, ვიტეგს კი დაკითხავენ – თუ ამ ქალს არ შეეშვები, ვერაფერს მიაღწევ, ციხე გელოდებაო. კარიერამ გადაძლია. სხვანაირად ვერ მიაღწია წარმატებას, საკუთარი ლაბორატორია აქვს, მანქანის რიგშია. საბჭოთა კავშირს ემსახურა. ქალი კი თავისი ბუნებით უფრო გამბედავია, სიყვარულისთვის თავგასაწირად მზად არის. არც არაფერი აქვს დასაკარგი. რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი სიმბოლური ბოროტი ხელისშემშლელი ძალის როლს ასრულებს. სადაც სიყვარულია, იქვე ბოროტებაა. საბჭოთა პერიოდში მუდმივად იყო ვიღაც ასეთი უტყვი და უხილავი, ვინც ადამიანებს აკონტროლებდა. გმირები ამბობენ კიდეც – მარტო არ ვართო. ღამეს სხვაგან ვერ ათევენ, იმ წუთას აღინიშნებოდა, რომ არ იყო სასტუმროში.
ამონარიდი primetimenews.ge-ს სტატიიდან
სტატიის ავტორი: თამარ გონგაძე

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • თარგმანი მიხო მოსულიშვილის
  • რეჟისორი და ქორეოგრაფი გიორგი ოსეფაშვილი
  • მხატვარი უშანგი იმერლიშვილი
  • კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი
  • კომპიუტერული გრაფიკა ვლადიმერ მელტცერი
  • ლექსის ავტორი მაგდა ნოვაკოვსკა
  • რეჟისორის ასისტენტი ნათელა შალიკაშვილი
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • ჰელენა – ქეთევან ქიტიაშვილი
  • ვიქტორი – ბექა გოდერძიშვილი
  • უშიშროების თანამშრომელი – გიორგი ოსეფაშვილი
[/lists]
Back to top button
Close