(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი მიიჩნევა უილიამ შექსპირის ყველაზე რომანტიულ და პოეტურ კომედიათ, ეს არის ზღაპარი ადამიანურ ბედნიერებაზე. ეს პიესა უჩვეულოდ ხიბლავს ყველას რეალობისა და ფანტასტიკის, სერიოზულისა და სასაცილოს, ლირიკისა და იუმორის განუმეორებელი შერწყმით. შექსპირმა „(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი“ გაავსო გამოგონილი არსებებით და მოვლენები ისე წარმოადგინა, რომ მაყურებელს ისეთივე შეგრძნებები და შთაბეჭდილებები უჩნდება, როგორც ეს სიზმარში ხდება. რეჟისორი დავით დოიაშვილი მაყურებელს სთავაზობს შექსპირის ამ გენიალური პიესის სრულიად ახლებურ ხედვას და გააზრებას. რეალურ და გამოგონილ სამყაროში არსებობა, სიცოცხლის, როგორც დაუსრულებელ სიზმრად ქცევის შეგრძნება, კომედიურობაში დანახული ტრაგიზმი ან პირიქით, ტრაგიზმი კომიკური შეფერილობით – ეს ის ფერებია, რომელიც ამ დადგმას საინტერესოს ხდის. მარადიული კითხვა: სად ცხოვრობს ადამიანი ? – სამყაროში, სადაც არსებობს თუ სამყაროში, რომელსაც სიზმარი ქვია.
- პიესა თარგმნა – ვახტანგ ჭელიძემ
- ადაპტირებული ტექსტის ავტორი – მანანა ანთაძე
- რეჟისურა და სცენოგრაფია – დავით დოიაშვილი
- კოსტუმების მხატვარი – ანანო მოსიძე
- ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე
- ვიდეოპროექცია – სტუდია ,,ზებრა”
- ანიმაციური ვიდეო – სტუდია ..ოპიო”
- განათების მხატვარი – ია ნადირაშვილი
- ხმის რეჟისორი – ემზარ ბეგიაშვილი
- თეზევსი, ობერონი – კახა კინწურაშვილი
- იპოლიტა, ტიტანია – ბუბა გოგორიშვილი
- ფილოსტრატე, პაკი – არჩილ სოლოღაშვილი
- ეგეოსი – დავით ბეშიტაიშვილი
- ჰერმია – ანა წერეთელი
- ელენე – ანა ალექსიშვილი
- ლისანდრე – ლევან კახელი
- დემეტრიოსი – გიგი ქარსელაძე
- რეჟისორი – ტატო ჩახუნაშვილი კოჭა
- პირამოსი – გიორგი ვარდოსანიძე სტვირა
- თისბე – ალეკო ბეგალიშვილი კოხტაპრუწა
- ლომი – ნატა ბერეჟიანი კნაჭა
- მთვარე – გიორგი ტორიაშვილიდრუნჩა
- კედელი – გიორგი ბახუტაშვილი