მარიონეტების თეატრისპექტაკლები

სტალინგრადის ბრძოლა

8.89/10 (შეაფასა (9) - მა მაყურებელმა,)
Loading...
აღწერასპექტაკლზე მუშაობდნენახმოვანებენავტორისგან

სპექტაკლი “სტალინგრადი” საოცარი მხატვრული კომპოზიციაა, რომელიც ფერწერას, კინოს, პოეზიასა და დრამას აერთიანებს. პიესა აღწერს გმირების ბედს, რომლებიც შემთხვევითობის გამო, ექვსთვიანი ბლოკადის ტყვეობასა და ბრძოლის ხანძარში აღმოჩნდნენ. მაგრამ ეს პიესა ომზე არაა, ეს პიესა სიცოცხლეზეა. ჟღალთმიან ბიჭუნაზე, რომელიც გაიგებს, რომ მისმა საცოლემ დაარღვია პირობა და სხვას მიჰყვება ცოლად. ეს არის პიესა ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ელოდება ქმრის დაბრუნებას და ჩუმად მღერის ბავშვის აკვანთან. ეს არის პიესა დედა-ჭიანჭველაზე, რომელიც ჯარისკაცის ჩექმისაგან დაღუპულ საკუთარ შვილს დასტირის. ეს არის პიესა საფორანე ცხენ ალიოშაზე, რომელსაც ცირკის ცხენი ნატაშა შეჰყვარებია…
ერთ მოქმედებად, ხანგრძლივობა 1 სთ და 30 წუთი

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • ავტორი: რეზო გაბრიაძე
  • რეჟისორი: რეზო გაბრიაძე
  • მხატვარი: რეზო გაბრიაძე
  • მუსიკალური გაფორმება: რეზო გაბრიაძე, ელენე ჯაფარიძე
  • განათება: მამუკა ბაქრაძე
  • კოსტუმები: გაიანე თაყაიშვილი, მაია კობახიძე, თამარ ამირეჯიბი, ირინა უჯმაჯურიძე, თამარ კობახიძე
  • ანიმატორები: ვლადიმერ მელცერი, თამარ ამირეჯიბი, ბადრი გვაზავა, ირაკლი შარაშიძე, ანა ნიჟარაძე
  • თოჯინები და დეკორაცია: ლუკა გონაშვილი, რეზო გაბრიაძე, შმაგი სავანელი, ლუკა გონაშვილი, ვლადიმერ მელცერი, ავთანდილ გონაშვილი, გელა ჯანგირაშვილი
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • იგორ ტოლტიკოვი
  • იგორ ლუჩინსკი
  • ტატიანა კუზნეცოვა
  • ვალერი ბასელი
  • იური პლაშკოვი
  • ოლეგ შკოლნიკი,
  • ვიქტორ სტრიჟევი
  • ნატალია სმირნოვა
  • ინესა რომანოვა
  • ოლეგ ფენდურა
  • ანატოლი პადუკა
  • იური ლოპარევი,
  • ვასილი იაკოვეცი
  • ევგენი ბუბერი
  • იური ვიტიკოვი
  • ტატიანა მინკინა
  • სვეტლანა ვინოგრადოვა
  • ლია ახეჯაკოვა.
[/lists]

“სტალინგრადის ეპიკურმა ბრძოლამ ვოლგის ნაპირები შემაძრწუნებელ სასაკლაოდ აქცია. რამდენიმე წლის წინ სრულიად შემთხვევით წავაწყდი სამხედრო კორესპონდენტის ჩანაწერების ნაწყვეტს: “ბრძოლის შემდეგ, რაც უფრო ვუახლოვდებოდი სტალინგრადს, პეიზაჟი უფრო და უფრო წარმოუდგენელი ხდებოდა. ყველგან ცხენების გვამები იყო. ერთი, ჯერ კიდევ ცოცხალი, სამ ფეხზე მიჩანჩალებდა, მეოთხეს – დასახიჩრებულსა და ნაიარევს, თან მიათრევდა. ეს გულის განმგმირავი სანახაობა იყო. საბჭოთა შეიარაღებული ძალების თავდასხმის დროს 10,000 ცხენი დაიხოცა. მთელი ლანდშაფტი მოფენილი იყო ტანკებით, ტყვიებით და საარტირელიო ცეცხლის დროს დახოცილი ცხენების გვამებით. ” იმ სამფეხა ცხენის სახე ხანგრძლივი დროის განმავლობაში თან მდევდა. ამგვარად, სტალინგრადის ბრძოლის თემამ ნელ–ნელა შეიძინა კონტურები ჩემს გონებაში. მივიწყებული ბავშვობის შორეული სურათები, ქვრივები შავებში, დასახიჩრებულები, რომელთაც ჩემს მშობლიურ ქუთაისში ყველგან ვხვდებოდი, დიდედაჩემის ცრემლები და მწუხარება. ყველა ეს ხატება მაწვალებდა მანამ სანამ პიესა არ დავწერე, ეს არის სტალინგრადის რეკვიემი “.

რეზო გაბრიაძე

Back to top button
Close