აღწერასპექტაკლზე მუშაობდნენმონაწილეობენ
რეჟისორის კომენტარი:
შეყვარებული ტაქსისტი ეს არის ისტორია ტაქსის მძღოლისა, რომელსაც აქვს ორი ბინა და ჰყავს ორი ცოლი. ამის შესახებ არავინ არაფერი იცის, მაგრამ მოულოდნელი შემთხვევის შემდეგ, ეს საიდუმლო შეიძლება გამოაშკარავდეს და ტაქსისიტის მშვიდ და იდილიურ ცხოვრებას, საშიშროება შეუქმნას. ამის თავიდან აცილების მიზნით ტაქსის მძღოლი ათასგვარ ხრიკს მიმართავს. მის მიერ მოგონილი ყოველი ახალი ტყუილი, ისევ ახალ ტყუილს ბადებს და ამით პიესაში იქმნება კომიკური სიტუაციები, რაც პერსონაჟებს სასაცილო და გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს.
ტაქსისტი გივი:
„აქ არავინაა, არც მონაზონი, არც დამლაგებელი და არც ცისფერი…ყველაფერი მე მოვიგონე უფრო დიდი ტყუილის დასამალად..ორივე ბინა ჩემია და ორივე ქალი ჩემი ცოლია!..რამე ხომ არ გამომრჩა?
[lists style=”star” color=”#dd3333″]
- პიესის ავტორი: რეი კუნი
- რეჟისორი: მალხაზ ასლამაზიშვილი
- მხატვარი: აივენგო ჭელიძე
- მუსიკალური გაფორმება: ლექსო ტურიაშვილი
- ქორეოგრაფი: ბაქარ ხინთიბიძე
[lists style=”star” color=”#dd3333″]
- გივი – ბაჩო ქაჯაია
- ლიკა – გვანცა კანდელაკი
- ეკა – თამთა პატაშური
- სერგო – გიორგი დევაძე
- ვახო – ანდრო სარიშვილი
- ნუგზარ ბერაძე – გიორგი ქსოვრელი
- გურამ გვალია – კახა ჯოხაძე
- რეპორტიორი – ზურაბ იაშვილი