პანტომომის თეატრისპექტაკლები

ტერენტი გრანელი

8.75/10 (შეაფასა (8) - მა მაყურებელმა,)

Loading...

მშობიარობის უმძიმესი ტკივილებით გაჩნდა პოეტი ქვეყნად და კოლხი ქალის კირთები (რომელსაც ლამის მთელი სოფელი ეხმარება,რომ ტკივილი შეუმსუბუქოს), სიმბოლური უვერტურაა იმ განწყობილების შესაქმნელად, რასაც მთელი წარმოდგენა ემსახურება-სევდა და ცრემლი არ შორდება ტერენტი გრანელის ეულ სვლას წუთისოფლის ოღროჩოღრო ბილიკებზე.”დაბადებას” პირველი ყვავილები და სიცოცხლის ხის გარშემო ანგელოზებთან ერთად პირველი თამაში მოსდევს.სიყრმის დღეების იდილიას ქუხილი და გრგვინვა ცვლის. და იწყება მოზარდის პირველი შეჯახება თავისუფლების ხელყოფასთან (ცხენის დაურვება და დაჭერა). იქვე ჩასაფრებია მეოცნებე ყრმის წუთისოფლის მძიმე განსაცდელი-მშობლიური სახლის დაწვა და მამის სიკვდილი. იწვის მამისეული სახლი და იფერფლება მარტოსულად შთენილი ყმაწვილის იმედიც. შემდგომი სურათი თბილისში ჩამოსვლაა. ოციანი წლების თბილისი… კაფე შანტანებით, დაბნეული მოქალაქეებით და დიდი ქალაქისათვის დამახასიათებელი გაუტანლობით. გაოცებით შესცქერიან “ამრევ,” დაუდეგარ პოეტს, რომელიც უეცრად გაქვავდება და თითქმის სხეულიდან ამოფრენას ცდილობს. თითქოსდა ამ აბურდულ ქალაქშიც იპოვა თავისი ადგილი. გაერიდა ხმაურს. ეულ კორდზე წვიმაა და ყვავილები… სასაფლაოს ხშირი სტუმარია.საფლავთა შორის წუთისოფლის მწარე გამოცანის ამოხსნას ცდილობს და ზოგჯერ ქრისტესკენ გაექცევა გრძნეული თვალი. ხშირად ფოთლებივით ფანტავს თაყვანისმცემელ ქალიშვილთა შორის თავის დიდებულ ლექსებს და ფანჯრებიდან გადმოღვრილ საოცარ სუმფონიება ეწაფება. და მოდის მრისხანე 1921 წლის 25 თებერვალი. ტერენტი გრანელი მამულის დამცველ იუნკერთა შორის ჩანს და იქ, კეთილისა და ბოროტის საბედისწერო ჭიდილში, მის თვალწინ ეცემა თეთრი გედი-მეოცე საუკუნის საქართველოს პირველი გმირი ქალი—მარო მაყაშვილი. ბოლშევიკური ყულფი ჩამაცვეს ტერენტი გრანელის სამშობლოს. წითელვარსკვლავიანი ჯალათები იმას როდი სჯერდებიან, რომ მეამბოხე პოეტს ხალხისკენ გზას უღობავენ, მის ყოველ სიტყვაზე ყურს იხშობენ და პირზე ხელებს იფარებენ, ჩეკა პოეტს აპატიმრებს და ექცევა ისე როგორც ყველა დროს ყველა ხელოვანს ექცეოდა დესპოტური ხელისუფლება. კონსტანტინე არსაკიძისბედი გაიზიარა ტერენტი გრანელმაც და მისიწამებიდან ერთი ნაბიჯია გალაქტიონის თვითმკვლელობამდე. ხელოვნების “ვერგაგების” მსახვრალი ნიღაბი საუკუნის დანაშაულად ექცა ყველა დესპოტს. ხოლო ამ სულის შემძვრელი ფინალის საიდუმლო ტერენტი გრანელის მთელ შემოქმედებაში ძევს.

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • დადგმა და მუსიკალური ინტერპრეტაცია – ამირან შალიკაშვილი
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • ტერენტი გრანელი – ამირან შალიკაშვილი (უმცროსი)
  • ნინო ლორთქიფანიძე
  • სოფიო ლოლაძე
  • სალომე ფილიშვილი
  • სალომე ოკუჯავა
  • მარი კვაღინიძე
  • სალომე ბერაძე
  • ნინო დათუნაშვილი
  • ანა საბო
  • ირაკლი ბიბილური
  • ლუკა ჩხაიძე
  • გიორგი გურგენიძე
  • გიორგი ტიელიძე
  • მამუკა კობახიძე
  • გიორგი ქობალია
  • ჯემალი ბურჭულაძე
  • ვასილ კიპაროიძე
[/lists]
Back to top button