ვიდეოებისამეფო უბნის თეატრისპექტაკლები

ტკივილი არის ახალგაზრდობა

სამეფო უბნის თეატრი

9.17/10 (შეაფასა (35) - მა მაყურებელმა,)
Loading...Loading...
აღწერასპექტაკლზე მუშაობდნენმონაწილეობენ

სპექტაკლის რეჟისორი დათა თავაძე ამბობს, რომ პიესა შეეხება შვიდ ახალგაზრდას, რომლებიც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ისინი ცხოვრობენ 1923 წლის ვენაში, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, რომელმაც მათ ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. პირველი მსოფლიო ომის დროს უნივერსიტეტი გადაიქცა სამხედრო ჰოსპიტლად, ხოლო პირველი კურსის სტუდენტებს უწევდათ ურთულესი ოპერაციების გაკეთება. “უმრავლესობა ამ პერსონაჟებისა, რომლებიც თითქოს უნდა გამხდარიყო ექიმი, ვეღარ ხედავს, რა საჭიროა ეს პროფესია”, – ამბობს დათა თავაძე. ტოტალური დეპრესიის ფონზე ახალგაზრდებს აქვთ პასუხისმგებლობა, რომ ააშენონ ის, რაც ომმა დაანგრია, ხოლო, მეორე მხრივ, ვერ პოულობენ ძალას საკუთარ თავში, რომ პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე. დათა თავაძე ამბობს, რომ ამ კუთხით ეს პიესა ძალიან ჰგავს 1990-იანი წლების საქართველოსა და ომის შემდგომ მცხოვრებლებს, რომლებსაც ჰქონდათ მსგავსი პასუხისმგებლობა და ისინი პიესის პერსონაჟების მსგავსად დაკარგულ თაობად იქცნენ. “ახალგაზრდობა არის არჩევანის გაკეთების ასაკი. ამ ასაკში ძალიან დიდი წნეხი არსებობს უფროსი თაობისგან, რომელიც გეუბნება, რომ რაღაც უნდა ქნა. ამ წნეხში ცხოვრობ და ამ დროს ქვეყანა დანგრეულია. ამ დროს არაფის გაკეთება არ შეგიძლია. ეს არის ის ხანა, როცა ახალგაზრდობა ხდება ყველაზე დიდი პრობლემა. ეს გარდამავალი დროა და პიესის მთელ ფაბულას რომ მოვუყაროთ თავი ერთ ფრაზაში, თავის თავს დაუსვამენ დიაგნოზად ახალგაზრდობას და აკეთებენ ყველაფერს მის გასანადგურებლად.” დრამატურგი დათო გაბუნია ამბობს, რომ პიესის ღრმა ფილოსფიური თემის მიღმა არის ძალიან საინტერესო სიუჟეტი, სადაც მოთხრობილია შვიდი ახალგაზრდა ადამიანის ამბავი, რომლებიც გახლართული არიან სასიყვარულო სამკუთხედებსა და ოთხკუთხედებში. დათო გაბუნიას თქმით, პიესაში ასახული პრობლემები, რაც 20-იანი წლების ავსტრიისთვის იყო აქტუალური, ასევე აქტუალურია დღესაც. პიესის პერსონაჟები დგებიან არჩევანის წინაშე- დარჩნენ მეამბოხეებად და ბოლომდე იბრძოლონ, თუ აირჩიონ კონფორმიზმის გზა. “სხვადასხვა არჩევანს აკეთებენ პერსონაჟები. არიან ადამიანები, რომლებიც ეგუებიან ჩვეულებრივ, ყოფით ცხოვრებას, რჩებიან ცხოვრების ორბიტაზე. არიან ადამიანები, რომლებიც ამას ვერ ახერხებენ და ირჩევენ თავისადმი ტკივილის მიყენებისა და სიკვდილის გზას, თუმცა, რომელი პერსონაჟი რას ირჩევს, ამას სპექტაკლში ნახავს მაყურებელი.”

წყარო: netgazeti.ge

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • პიესის ავტორი: ფერდინანდ ბრუკნერის
  • რეჟისორი: დათა თავაძე
  • კომპოზიტორი: ნიკა ფასური
  • მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე
  • ტარგმანი: დავით გაბუნია
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • თორნიკე გოგრიჭიანი
  • პაატა ინაური
  • ნატუკა კახიძე
  • მაგდა ლებანიძე
  • სალომე მაისაშვილი
  • ქეთი შათირიშვილი
  • გიორგი შარვაშიძე.
[/lists]
Back to top button
Close