სამეფო უბნის თეატრისპექტაკლები

ტროელი ქალები

9.04/10 (შეაფასა (24) - მა მაყურებელმა,)

Loading...
აღწერასპექტაკლზე მუშაობდნენმონაწილეობენ

დოკუმენტურ მასალასა და ევრიპიდეს ლეგენდარული ,,ტროელი ქალების” დეკონსტრუქცია პირველ პირში გვიამბობს ომგამოვლილ ქართველ ქალთა ისტორიებს 1990-იანი წლებიდან დღემდე. მათი მონათხრობი, სპექტაკლის უმთავრეს ნაწილს შეადგენს, მასში ნათლად იკვეთება, რომ ქალთა მიმართ ძალადობის მანკიერი სურვილი საუკუნეების მანძილზე, ტროას ლეგენდარული ომიდან დღემდე, უცვლელი რჩება – ქალთა საჭიროებები ომის დროს იგნორირებულია, მათ ჩივილს არავინ უსმენს. „ტროელი ქალები” წარმოადგენს მცდელობას, გავახმოვანოთ მიჩუმათებულთა პოზიცია, ქალთა მონათხრობებით წარმოვადგინოთ პოსტსაბჭოთა საქართველოს ტრაგიკული ისტორია, სადაც პირადი ხდება პოლიტიკური. 5 ახალგაზრდა მსახიობი გაგვიძღვება მოგზაურობაში ევროპის საზღვრებზე მიკარგულ უცნობ სამყაროში.

(დაფუძნებულია ომგამოვლილ ქალთა ინტერვიუებზე, ევრიპიდეს ტრაგედიასა და სხვა ლიტერატურულ წყაროებზე)
პრემიერა შედგა 2013 წლის 23 მაისს შვედური თეატრის ბიენალეზე
ხანგრძლოვობა: 85 წუთი ერთ მოქმედებად

[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • რეჟისორი – დათა თავაძე
  • კომპოზიტორი – ნიკა ფასური
[/lists]
[lists style=”star” color=”#dd3333″]
  • კატო კალატოზიშვილი
  • ნატუკა კახიძე
  • სალომე მაისაშვილი
  • მაგდა ლებანიძე
  • ქეთა შათირიშვილი
[/lists]
Back to top button