“ადამიანთა ურთიერთობის ნაკლებობა, ერთმანეთის ვერ ცნობა (გაუცხოება) მაშინაც კი თუ უყვარხარ და გიყვარს.„შენ რომელსაც არასოდეს გცნობივარ“ – ამ სიტყვებით ხაზგასმულია ის ტრაგედია, რომელიც თან სდევს მთავარი გმირების მთელ ცხოვრებას. საკუთარი „მე-თი“ გატაცება და საკუთარ თავში ჩაკეტვა ორივე პიროვნების ცხოვრებისეული ტრაგედიაა. „ცნობადობაზე“ დამოკიდებულებას, ნარცისიზმის და ფანატიზმს სავალალო შედეგამდე მიჰყავს ადამიანი, სრულად ნადგურდება მისი შინაგანი სამყარო და სულიერება, მეასეხარისხოვანი ხდება მისი გარშემომყოფნი, რაც აისახება როგორც მის, ასევე სხვათა ცხოვრებაზე.
მიზეზი ამ მოთხრობის არჩევისა იყო მხოლოდამხოლოდ ადამიანური ურთიერთობების დაკარგვა, რომელიც ასე თვალში საცემია დღეს. ჩემი მიზანი მხოლოდ ერთი იყო , ამ სპექტაკლით მეთქვა „ადამიანებო, გვიყვარდეს ერთმანეთი.” ინსცენირებაზე მუშაობის პერიოდში ხაზი გავუსვი სიყვარულის დადებით და უარყოფით მხარეებს, სამწუხაროდ, სიყვარულის დანახვა და განცდა ყველას არ შეუძლია, რაც თან სდევს შტეფან ცვაიგის შემოქმედებას.”
პრემიერა შედგა 2014 წლის 20 ივნისს.
- პიესის ავტორი: შტეფან ცვაიგი
- რეჟისორი – ნათია ბალაძე
- მხატვრები – ნათია ბალაძე, ეკატერინე კვირკელია
- მუსიკალური გამფორმებელი – ნათია ბელაძე
- ქორეოგრაფი და რეჟისორის თანაშემწე – ეკატერინე კვირკელია
- გოგონა – ეკატერინე კვირკელია
- იოჰანი – გიორგი ტატიშვილი
- მწერალი – ნიკოლოზ მანაგაძე