სიახლეები

სპექტაკლის “სპლიყვიFant”-ის პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში

ლაიფციგში წარმატებული პრემიერის შემდეგ „სპლიყვიFant“-ს ქართველი მაყურებელი იხილავს.
ქართულ-გერმანული სპექტაკლის პრემიერა 4 მაისს 15 საათზე, ხოლო 5 მაისს 13 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაიმართება.
მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და ლაიფციგის საბავშვო თეატრის კოპროდუქცია გათვლილია 3 წლიდან ასაკის ბავშვებზე.
ორი ოთახი, ორი ლოგინი, ორი ადამიანი, რომლებიც დასაძინებლად ემზადებიან. კბილების გამოხეხვა არ დაგვავიწყდეს, ბალიშები გავისწოროთ, საბნები გადავიფაროთ, შუქი ჩავაქროთ და ძილი ნებისა…როცა გეძინება ფანტაზია იღვიძებს და სიბნელეში უცნაური თავგადასავლები იწყება. ჩვეულებრივი ნივთები ჯადოსნურ მოგზაურობას იწყებენ..
„სპლიყვიფანტი“ ქართულ-გერმანული სიტყვის “სპილოს” შერწყმას წარმოადგენს.
სპექტაკლის ქართულ ვარიანტში მონაწილეობენ მსახიობები: სოფო ახუაშვილი, გიორგი ჯიქურიძე.
სპექტაკლის რეჟისორია: იულე კრაჰტი
მხატვარი: ნინო ჩიტაიშვილი და კარსტენ შმიდტი.
გერმანულ-ქართული პროექტი გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო კოპროდუქციის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

Back to top button
Close