ადრე, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ჩვენს საიტს ჰქონდა ფორუმი, ერთ-ერთმა ჩვენმა მომხმარებელმა საკითხს: “კვდება თუ არა თეატრი” მიუძღვნა თემა სადაც ზოგადად ისაუბრა დღეევანდელი თეატრის ყოფაზე, მინდა ვთქვა რომ თეატრი არ კვდება, უბრალოდ დრო ცვლის ყველაფერს და მასთან ერთად იცვლება თეატრიც, იცვლებიან მსახიობები, მაყურებლები და ა.შ. თუმცა თეატრი ხელოვნების ის დარგია, რომელსაც დასაბამი ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან აქვს, იგი დღემდე ვითარდება და იცვლება. თეატრი ხელოვნების ისეთი რელიქვიაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც მამისგან შვილს მისი გვარი და ამ საგვარეულო ჯაჭვის გაწყვეტა შეუძლებელია! როგორც მახსოვს ქართული თეატრის ისტორიიდან 19-20 საუკუნის საქართველო თეატრალური ცხოვრების განვითარების პიკზე იყო.
ამ დროს იდგმებოდა ისეთი სპექტაკლები რომლებიც ცვლიდნენ ხალხის მსოფლხედველობას. (იხილეთ ზოგიერთი სპექტაკლი) თითოეულ სპექტაკლის,თითოეულ დიალოგში, ყველა ასაკის ადამიანი სწავლობდა სხვის შეცდომაზე, იღებდა ცხოვრებისეულ გამოცდილებას, იმიტომ რომ თითქმის ყველა სპექტაკლი შექმნილი და დადგმული იყო რეალურ მოვლენებზე, რომელსაც რეჟისორი ისე საინტერესოდ და ლამაზად ფუთავდა რომ, რაც არუნდა მწარე რეალობა ყოფილიყო, მაინც დიდი ინტერესით და უმეტეს შემთხვევაში ღიმილით უყურებდნენ. თეატრი ეს ის ადგილია, სადაც სცენაზე, შენს ცხოვრებას გვერდიდან უყურებ, შეიძლება მოულოდნელად რომელიმე მსახიობში, შენი თავიც დაინახო… კინოსგან განსხვავებით თეატრში ყველა სიტყვა,გრძნობა და მოქმედება უფრო მძაფრ და რეალისტურ შეგრძნებებს ტოვებს მაყურებელში ვიდრე სახლში, ტელევიზორში ნანახი ცხოვრებისეული ან სხვა მსგავსი ფილმი.
საინტერესო რა ხდება? თქვენი აზრით რა აკლია ქართულ თეატრს? არსებობენ ადამიანები რომლის გულშიც ჭეშმარიტი ხელოვნების და ამ ისტორიული დარგის, თეატრის სიყვარულის ცეცხლი ჯერ კიდევ ანთია და მე მჯერა რომ ასეთი ხალხი უფრო მომრავლდება! მე მაინტერესებს თქვენი აზრით დღეს თეატრი რა პრობლემების წინაშე დგას? რა არარის და რას ისურვებდით რომ იყოს?
ალბათ ნებისმიერი თეატრისთვის მნიშვნელოვანია მაყურებლის აზრი! ასე რომ თუ წაიკითხეთ ეს პოსტი, იმედია ორ წუთსაც გამონახავთ და კომენტარის სახით დაწერთ თქვენს აზრს.
პ.ს. მოკლედ მეც და იმედი მაქვს სხვებიც, ამ თემას შემდეგში კიდევ დავუბრუნდებით და უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.