სიახლეები

ტარტუს ZERO THEATRE–ის გასტროლი ახმეტელის თეატრში

22, 27 მარტს, 19 საათზე სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში ტარტუს Zero Theatre–ის დასი წარმოგიდგენთ სპექტაკლს მიხეილ ბულგაკოვის “მორფი”, სპექტაკლი ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ ტარტუში გასულ ზაფხულს განახორციელა.

ZERO THEATRE დამაარსებელი ცნობილი ესტონელი დრამატურგი, მსახიობი და რეჟისორი კალევ კუდუა, კალევ კუდუმ 2014 წლის 4 თებერვალს ახმეტელის თეატრში ქართველ მსახიობებთან ერთად სკანდალური ბელორუსი ავტორის პაველ პრიაჟკოს პიესა”ტრუსები” დადგა

მიხეილ ბულგაკოვის “მორფი” ZERO თეატრის სარეპერტუარო სპექტაკლია, რომელსაც ესტონელი მსახიობები წარმატებით თამაშობენ უკვე ექვსი თვეა, ხოლო ტარტუს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე A FESTVAL , რომელსაც ქალაქი ტარტუ ოქტომბრის თვეში მასპინძლობდა ZERO თეატრი სწორედ ირაკლი გოგიას სპექტაკლით “მორფი ” წარსდგა.
“მორფი” მეოცე საუკუნის გენიალური რუსი მწერლის მიხეილ ბულგაკოვის მოთხრობაა, ცნობილია რომ პროფესიით ექიმი ბულგაკოვი ახალგაზრდობაში საექიმო პრაქტიკას ეწეოდა, ბულგაკოვი მოგვითხრობს ახალგაზრდა ექიმის შესახებ, რომელიც თავად ხდება წამალზე დამოკიდებული

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: კარლ ედგარ ტამი, კატრინ კალმა, ენორ ნიინემაგი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: (+995) 32 2 655 437

(+995) 577 28 87 12

Back to top button