სპექტაკლის შესახებ:
პატარების მიერ შეყვარებული სპექტაკლი “პინოკიო ” ბრუნდება სცენაზე. ეს არის ზღაპარი პატარა ხის ბიჭუნას თავგადასავალის შესახებ. იგი მხიარული, გულუბრყვილო და ჯიუტია, მაგრამ კეთილი გული აქვს. ლამაზი სპექტაკლი, რომელიც ხიბლავს თავისი გულწრფელობით და არ ტოვებს მაყურებელს გულგრილს. ამ სპექტაკლით პატარა მაყურებელი გაიგებს თუ როგორი მნიშვნელოვანია დაუჯერო მშობლებს და რატომ გადაიქცევა ხის თოჯინა ნამდვილ ბიჭუნად.
- კარლო კოლოდის ზღაპრის მიხედვით
- რეჟისორი – ნიკა ლუარსაბიშვილი, ლინდა ურბონა;
- მხატვარი – ლინდა ურბონა;
- მუსიკალური გამფორმებელი – ნიკა ლუარსაბიშვილი;
მონაწილეობენ: დიმიტრი ზაქაიძე, საბა ჩიდრაშვილი, სალომე ფანცულაია, გიორგი გიგოლაშვილი, ლინდა ურბონა, ნიკა ლუარსაბიშვილი.
14 თებერვალს 15:00 საათზე
სპექტაკლი გაიმართება აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში
მისამართი: გიორგი ლეონიძის 11ა
ელექტრონული მისამართი: https://www.facebook.com/TbilisiYouthTheatre
ბილეთის ფასი: 4-დან 10 ლარამდე
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 593 43 63 27
სპექტაკლი მთელი ოჯახისთვის
Posted by Tbilisi Youth Theatre on Saturday, February 6, 2016