სიახლეები

თბილისის ახალგაზრდული თეატრის პრემიერა – “ლურჯა ცხენები”

პრემიერა!
“ლურჯა ცხენები”

5 დეკემბერს, 20:00 საათზე აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში თბილისის ახალგაზრდული თეატრი წარმოგიდგენთ სპექტაკლ-ფანტაზიას “ლურჯა ცხენები”. სპექტაკლი ეძღვნება გალაკტიონ ტაბიძის 125 წლის იუბილეს და შექმნილია დიდი პოეტის შემოქმედების მიხედვით.

სპექტაკლი-ფანტაზია რეალურ, მისტიკურ, სოციალურ თუ ესთეტიკურ ჭრილშია გადწყვეტილი. რთულია იმ სიმბოლურ-მეტაფორული სახეების ამოხსნა, რომელიც პოეტის სულის ნაწილია. “ლურჯა ცხენები” ის წარმოდგენაა, სადაც მიწიერ-ზეციერის, ხილული თუ უხილავი სამყაროს, „ცდომილების სულისა“ და „ჭეშარიტების სულის“ შერწყმაა.

სპექტაკლის რეჟისორი – ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი
მხატვარი – ელენე დუდუჩავა
სპექტაკლში მონაწილეობენ თბილისის ახალგაზრდული თეატრის და თეატრალური სტუდია „პიეროს“ მსახიობები: ავთანდილ აჩუაშვილი, ვანო ბებოშვილი, თამარ ბოლქვაძე, ელენე დუდუჩავა, ტატა ეჯიბია, იოანე თათანაშვილი, ნიკოლოზ მათიაშვილი, ელენე მელქაძე, გიორგი ოქრუაშვილი და არჩილ სულაქველიძე.

თბილისის ახალგაზრდული თეატრი 2015 წელს დაარსეს ლიტველმა რეჟისორმა ლინდა ურბონავიჩუტემ და ქართველმა რეჟისორმა, თეატრალური პრემია „დურუჯის“ ლაურეატმა ნიკოლოზ ლუარსაბიშვილმა. თეატრის მიზანია შექმნას ისეთი თეატრალური სივრცე, სადაც ახალგაზრდებს აქვთ საშუალება შემოქმედების გზით გამოხატონ საკუთარი აზრები და იდეები დღევანდელობაზე და დღევანდელ აქტუალურ თემებზე უფროსი თაობისგან დამოუკიდებლად. თეატრის დევიზია კოტე მარჯანიშვილის სიტყვები “ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა — მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა.”

საკონტაქტო პირი:
ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი
593 43 63 27

Back to top button