მიმდინარე წელს 20-დან 26 სექტემბრის ჩათვლით ქალაქ ალმაატში ტარდება მე-4 მსოფლიო თოჯინური თეატრების ფესტივალი. ალმაატის საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის მიღებაზე თეატრმა ჯერ კიდევ, გასულ წელს გამართულ თბილისის თეატრალურ ფესტივალზე მიიღო სიტყვიერი მოწვევა. ალმაატის ფესტივალზე თავს მოიყრიან სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალების სამხატვრო ხელმძღვანელები. პროექტის მიზანია, მოახდინოს ქართული თოჯინური თეატრის პოპულიარიზაცია საზღვარგარეთ. დაამყაროს საჭირო თეატრალური კავშირები და გამონახოს უცხოეთის თეატრებთან და საერთაშორისო ფესტივალებთან თანამშრომლობის გზები. თოჯინების თეატრის საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს ალმაატის უდედმამო ბავშვთა სახლში. ასევე, 20 სექტემბერს ჩვენი დასი მონაწილეობას მიიღებს კარნავალში, რომელიც ფესტივალის გახსნისას გაიმართება.
სპექტაკლი „ფერადი ნისლების სანაპირო“, რომელიც ყაზახეთის ფესტივალისათვის შეირჩა, უ. შექსპირის „ რომეო და ჯულიეტას“ საბავშვო ვერსიას მიხედვით დაიდგა.
ინსცენირების ავტორი: ელენე მაცხონაშვილი
რეჟისორი: დავით მაცხონაშვილი
მხატვარი: ვახტანგ ქორიძე
კომპოზიტორი: შალვა მაცხონაშვილი
მონაწილეობენ მსახიობები: თამთა ბაქრაძე, მალხაზ გაბუნია, თეა კიწმარიშვილი, მაია მალხაზიშვილი, გიორგი მეძმარიაშვილი, გიორგი ტალახაზე, ნათია შეშაბერიძე, ნათია ხმიადაშვილი