თეატრი ფაბრიკა

თეატრი „ფაბრიკა“ 16 სექტემბერს ხსნის თეატრალურ სეზონს და წარმოგიდგენთ ტერენს მაკნელის “მარია კალასი-გაკვეთილი”
რეჟისორი: რობერტ სტურუა
თარგმანი: მანანა ანთაძემ
სცენური ვერსია რობერტ სტურუასი და ნინო კანტიძის
სპექტაკლში გამოყენებულია ვერდის, ბელინისა, პუჩინის, ბეთჰოვენისა და გია ყანჩელის მუსიკა
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
- მარია კალასი – ლელა ალიბეგაშვილი
- აკომპანიატორი – დავით დარჩია
- პირველი სოპრანო – ლელა ახალაია
- ტენორი – არჩილ გოგიტიძე
- მეორე სოპრანო – ქეთი სვანიძე
- სცენის მუშა – დავით უფლისაშვილი
სპექტაკლის შესახებ:
უდიდესი მომღერალი ქალი გაკვეთილს ატარებს კონსერვატორიის სტუდენტებთან.
ახალი „თეატრი-ფაბრიკა“ ტერენს მაკნელის პიესის საკუთარ ტრაგიკომიკურ სცენურ ვერსიას წარმოგიდგენთ და ლეგენდარული მარია კალასის რთული ცხოვრების ისტორიას გიამბობთ.
დასაწყისი: 20:00
მისამართი: კოსტავას 53
მარია კალასი XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი საოპერო მომღერალია, უნივერსალური მომღერალი. `ოთხი ხმა ერთ ყელში”, _ წერდა `ნიუ-იორკ ტაიმზი”.
ჰერბერტ ფონ კარაიანისა და ლეონარდ ბერსტაინის, ლუკინო ვისკონტისა და ფრანკო ძეფირელის გამოჩენის შემდეგ, ყოველი სპექტაკლი მარია კალასის მონაწილეობით მოვლენად იქცეოდა ხოლმე. მან ოპერა ნამდვილ დრამატულ თეატრად აქცია, `უბრალო გამაც კი მარია კალასის შესრულებით სიხარულს, წუხილს ან სევდას გამოხატავდა”.
ცნობილ ბერძენ მილიონერ არისტოტელე ონასისთან განშორების შემდეგ (ონასისმა ცოლად შეირთო პრეზიდენტ კენედის ქვრივი ჟაკლინ კენედი), კალასმა ხმა დაკარგა.
მარია კალასი გარდაიცვალა პარიზში სულიად მარტო, ყველასაგან მივიწყებული. მისი ფერფლი, ანდერძის თანახმად, ეგეოსის ზღვას მიაბარეს.
კონტაქტი
ია შერაზადიშვილი / 577 57 57 86
ელ.ფოსტა ia.sherazadishvili@gmail.com / 32 293 38 18
მაკო ყანჩელაშვილი / 591 60 70 15/ ელ.ფოსტა mako@rustavelitheatre.ge / info@rustavelitheatre.ge