სიახლეები

ტიტანთა ბრძოლა

კარგია ხანდახან სპონტანური გადაწყვეტილებები. დღეს სრულებითაც არ მქონდა გეგმაში კინოში წასვლა, და არც ის წარმომედგინა თუ   რა ფილმი შეიძლება მენახა.  იმის შესახებაც არაფერი ვიცოდი ,  რომ კინოთეატრ რუსთაველში,  უკვე 3D ფილმების ჩვენება დაეწყოთ, არც ახალი ფილმების  შესახებ მსმენოდა რამე.  რეკლამები იშვიათად აღწევს ჩემამდე,   ხანდახან ალბათ   საინტერესო ფილმებიც გამომრჩება ხოლმე .  თავიდან ცოტა გამიკვირდა წარწერა 3D აფიშაზე ,  არ მეგონა, რომ ეს კინოთეატრიც  ასე მალე დაიწყებდა   სამგანზომილებიან ფილმების ჩვენებას.  რაც ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია.  კინოთეატრი რუსთაველი ყოველთვის დროულად უწყობს ფეხს სიახლეებს. ერთი ეგაა,  რომ რუსული გახმოვანების მქონე ფილმებს ვერ შეელივნენ და სუბტიტრებზე ვერ გადავიდნენ, თორემ სხვა რა გვაქვს საწუწუნო.

კინოთეატრებში რიგები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამჯერადაც 15 წუთის განმავლობაში  მომიხდა რიგში  ყოფნა. არა სპამის გამო ნამდვილად არ მდგარა რიგები ,  არც მაიტა ნასოსის უკანასკნელ ჩვენებებზე მოიჩქაროდა მაყურებელი ,  ოცნების ქალქიც თვეზე მეტია უკვე რაც კინოგაქირავებაშია და მის სანახავადაც  რიგები უკვე აღარ დგას, მოკლედ   რეჟისორ ლუი ლეტერიეს მიერ გადაღებულ ფილმ “ტიტანების ბრძოლას” ელოდა რიგში მდგომ მაყურებელთა   უმეტესობა. “ტიტანების ბრძოლის” შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი,  არც თრეილერი მქონდა ნანახი და არც სხვებისგან მსმენოდა ამ ფილმის ავკარგიანობის შესახებ , ბილეთები  მხოლოდ  იმ იმედით შევიძინეთ,  რომ სამგანზომილებიანი გამოსახულებით მაინც მივიღებდით სიამოვნებას თუ ფილმი მოსაწყენი  იქნებოდა  .

დარბაზი თითქმის სრულად იყო გავსებული.  როგორც ჩანს ფილმის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია,  ან ჩემსავით 3D-ს  ხათრით დადიან სეანსებზე. როგორც იქნა მივაგენი ჩემს კუთვნილ ადგილს,  მოვკალათდი სავარძელში ,  გავიკეთე სათვალეები,  რომლებიც ამირანის სათვალეებთან შედარებით,  გაცილებით უკეთესი ხარისხის, ფორმის და შესახედაობის გახლდათ და დაველოდე ფილმის დაწყებას.

იდუმალმა ხმამ,  კიდევ ერთხელ გაგვაცნო სათვალის მოხმარების წესები და ფილმიც დაიწყო.

ტიტანების ბრძოლა,  1981 წელს ამავე სათაურის მქონე ფილმის რიმეიქია.  რომელიც ბერძნულ მითოლოგიაზეა აგებული და მოგვითხრობს მითს,  პერსეის ბრძოლზე მედუზა–გარგონასთან და მონსტრ კრაკენთან, პრინცესა ანდრომედას გადასარჩენად.

სიუჟეტი ძალიან საინტერესოა . განსაკუთრებით მათთვის ვისაც მითოლოგიური სიუჟეტები იზიდავს.   სპეცეფექტებიც თავბრუდამხვევი და შთამბეჭდავა.  ვერ ვიტყვი რომ ფანტასტიკური ჟანრის ფილმები მხიბლავს,  მაგრამ როდესაც  საქმე მითოლოგიას ეხება, იქ ჩემი დამოკიდებულება ფანტასტიკისადმი იცვლება.   ვიზუალურადაც  ლამაზი სანახავი ფილმია. გარკვეულწილად ავატარსაც შეიძლება შევადაროთ.  მათ,  ვისაც ავატარი მოეწონათ დარწმუნებული ვარ არც “ტიტანების ბრძოლებისადმი”  დარჩებიან გულგრილნი.

ფილმი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდება .  ამ დროის განმავლობაში კი მოსაწყენად,  გვერძე გასახედად,  მაყურებლების დასათვალიერებლად, ცხოვრების ავკარგიანობაზე საფიქრალად  და სხვა … თითქმის არ გრჩებათ დრო . სიუჟტი  დამაინტრიგებელი და საინტერესოა , სრულად ხართ ჩართული ფილმში. 3D გამოსახულება კი შეგრძნებებს გიორმაგებთ. განსაკუთრებით ბრძოლის სცენების ნახვა მიყვარს სათვალეებით, ადრენალინს შეიგრძნობ მძაფრად. თან თუ გველების, ურჩხულების და სხვათა შემზარავი გამოსახულებების ყურება გიწევს.

ბოლო რამდენიმე სამგანზომილებიანმა ფილმმა იმედები გამიცრუა.  ავატარის შემდეგ “ტიტანების ბრძოლა” პირველი შემთხვევაა, რომლის სანახავად გადახდილი 15 ლარი არ დამნანებია და აბსოლიტურად შეესაბამებოდა იმ სიამოვნებას, რაც ფილმის ნახვისას შეიძლება მიიღოთ.

სამსახობო დასი კი  ასე გამოიყურება : ლაიამ ნისონიდენი ჰიუსთონირალფ ფაინესი, ნიკოლას ჰოლტი, ალექსა დავალოსი, ჯემა არტერტონი, სემ უორიტნგთონი .  მომწონს რეჟისორის ეს გათვლა. ფილმში არც ერთი სელებრითი არ მონაწილეობს, რაც ფილმის ნაკლს სრულებითაც არ წარმოადგენს. გირჩევთ თქვენც ნახოთ ეს ფილმი.

პოსტის ავტორი: gabo.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button