სიახლეები

თოჯინები “ტირიან” ისინი სახლის გარეშე არიან!

თოჯინების დანახვაზე პირველი რაც მახსენდება ეს, ტკბილი ბავშვობაა. მახსოვს როგორ წამიყვანა დედამ თოჯინების თეატრის საახალწლო სპექტაკლზე და ისიც მახსოვს რომ ეს თოჯინები სულ იღიმოდნენ და იცინოდნენ, ვიჯექი და ვუყურებდი მომღიმარ სათამაშოებს რომლებიც ადამიანის ხმით მესაუბრებოდნენ…
ეს მოგონება ტკბილად დაილექა ჩემს მეხსიერებაში და დღესაც თოჯინების დანახაზე, სულ ის ტკბილი ბავშვობა მახსენდება.

ახლა კი თოჯინები სიჩუმის ხმით საუბრობენ, ეს ერთგვარი პროტესტია, რომელითაც ისინი სახლში, საკუთარ სახლში დაბრუნებოას ითხოვენ! მათ უწევთ სხვის შენობაში ცხოვრება, საკმაოდ დიდი ქირის გადახდა და ასე შეკედლებულები ელოდებიან საკუთარ სცენას…

ეს ვიდეო, რომელიც სტუდია Home#12-ის დახმარებით იქნა გადაღებული, ზუსტად ამ პრობლემას ეხმაურება… მოდით დავეხმაროთ თოჯინებს საკუთარი “სახლის” დაბრუნებაში! გააზიარეთ ეს ვიდეო, იქნებ იმ ადამიანებმა ნახონ, რომლებიც მათ დახმარებას შეძლებენ.

აქვე გეტყვით რომ თოჯინების თეატრის აფიშა, უკვე ჩვენ ვებ-გვერდზეც დევს და მისი ნახვა შეგიძლიათ აფიშების ჩამონათვალში.

Back to top button