სიახლეები

პრემიერა თოჯინების თეატრში – “გამოუქვეყნებელი ნოველა”

პ რ ე მ ი ე რ ა
“გამოუქვეყნებელი ნოველა”
(ო’ჰენრის მიხედვით)

რეჟისორი – ელენე მაცხონაშვილი
სცენოგრაფია – ელენე მაცხონაშვილი
თოჯინების მხატვარი – ვახტანგ ქორიძე
მუსიკალური გაფორმება – გურამ მაცხონაშვილი, ელენე მაცხონაშვილი
რეჟისორის თანაშემწე – თამარ მედოევი

„გამოუქვეყნებელი ნოველა“ – ეს გახლავთ ერთმოქმედებიანი დადგმა, რომლის ძირითადი ფაბულაც ო’ჰენრის მოთხრობებს ეფუძნება. სპექტაკლის მიზნობრივი აუდიტორია 16+ ასაკით განისაზღვრა.
წარმოდგენა ოთხ სხვადასხვა ნოველას აერთიანებს, რომელთაც, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, თუმცა, მაინც შეგვიძლია მათ შორის საერთო ხაზის დანახვა – ეს ხაზი სიყვარულია. ერთგულებაზე, ლოდინზე, იმედგაცრუებასა და ბედნიერებაზე სცენიდან თოჯინები საუბრობენ, მაგრამ საუბრობენ უსიტყვოდ – ჟესტებისა და მუსიკის საშუალებით. თოჯინები კარგი მთხრობელები არიან. ისინი თქვენთვის დაწერენ იმ ნოველას, რომელიც ჯერ არასდროს გამოქვეყნებულა.

მონაწილეობენ: მალხაზ გაბუნია, თეა კიწმარიშვილი, მაია მაზიაშვილი, მაია მალხაზიშვილი, გიორგი მეძმარიაშვილი, ნინო ნატროშვილი, ნათია შეშაბერიძე, მანანა წიკლაური, ნათია ხმიადაშვილი

დრო და ადგილი: 7 ოქტომბერი, 16:00 სთ. / მ. ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი „მუზა“,
კუს ტბის ქ.#2.

Back to top button