თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ტაილანდში მიემგზავრება, სადაც 20 – დან 26 თებერვლამდე ჩატარდება საერთაშორისო ფესტივალი “Harmony World Puppet Festival”. თბილისის თოჯინების თეატრი მიწვეულია ორი სპექტაკლით – “ფერადი ნისლების სანაპირო” და “გამოუქვეყნებელი ნოველა”.
ტაილანდის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 25 თეატრი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და წარმოდგენილი იქნება 40 სპექტაკლი.