სიახლეები

თოჯინების თეატრის გასტროლი ნიუ-იორკში

„საჩუქარი ემიგრანტ ბავშვებს“

10 აპრილს ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი ნიუ–იორკში მიემგზავრება. „ივნანამ რა ჰქმნა?!“ – რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის ამ სპექტაკლით წარსდგება თეატრი ნიუ–იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ბავშვების წინაშე. ეს გასტროლი გახლავთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჩუქარი ემიგრანტი ბავშვებისათვის.

გამგზავრების თარიღი: 10 აპრილი
სპექტაკლის ჩატარების დრო და ადგილი:

  • 11 აპრილი, 19:00 საათი – Under st. Mark theatre, 94 st. place
  • 12 აპრილი, 14:00 საათი – Under st. Mark theatre, 94 st. place
  • 16, 18, 19 აპრილი, 19:00 საათი – Kraine theatre, 85 east, 4th street, between 2nd and 3rd avenue

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მხარდაჭერით
საკონტაქტო პირი: თოჯინების თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თათია კვალიაშვილი 599338736

Back to top button