ისინი თქვენთვის აცოცხლებენ სხვადასხვა პერსონაჟებს. მათი ხმით გესაუბრებათ კარლსონი, დათუნია დრუნჩა, გულუბრყვილო სესე და ა.შ… ისინი ხშირად არ ჩნდებიან თქვენს წინაშე – სპექტაკლის დამთავრების შემდეგ სულ 1-2 წუთით თუ შეავლებთ თვალს, შემდეგ ისევ წითელი ფარდის უკან უჩინარდებიან… ისინი უნიკალური ადამიანები არიან – აცოცხლებენ ცხოველებს, ფრინველებს, განსხვავებული ხასიათის ადამიანებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ნივთებსაც კი. თითოეული მათგანი იმსახურებს, რომ თქვენ მათ იცნობდეთ. ხომ გაინტერესებთ, ვინ დგას თქვენი საყვარელი თოჯინების მიღმა? მაშ, ასე – გაიცანით თბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრის მსახიობები და იხილეთ უნიკალური სტუდიის – “Home #12 studio”-ს მიერ შექმნილი ვიდეო