სიახლეები

თოჯინების თეატრის პირველი სპექტაკლი უფროსი თაობის მაყურებლისთვის

პ რ ე მ ი ე რ ა
„ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს“

( სპექტაკლი დაფუძნებულია რეალურ ისტორიებზე )
პიესა, სცენოგრაფია, რეჟისურა – გურამ მაცხონაშვილის

თოჯინების თეატრის პირველი სპექტაკლი უფროსი თაობის მაყურებლისთვის!
„ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს“ – ეს გახლავთ რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული სპექტაკლი – სოციალურ თემაზე შექმნილი, რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული წარმოდგენა, ვერბატიმი, სადაც მსახიობების გვერდით ამატყველებული თოჯინებიც ამ ისტორიათა მთხრობელებად გვევლინებიან. ემიგრანტთა მძიმე ყოფა საზღვარგარეთ, ბულინგის პრობლემა ბავშვებსა და მოზარდებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების “სანახევრო არსებობა” საზოგადოებაში და ფემიციდი – ძალადობა, რომელიც მუდამ ჩვენთანაა და რომელზეც ძალიან ხშირად თვალს ვხუჭავთ – სწორედ ამ სოციალურ საკითხებსა და პრობლემებს მოიცავს ჩვენი პროექტი, რომლის მიზნობრივი აუდიტორიაც 16+ ასაკის მაყურებლით განისაზღვრა. მთავარია, ამ პრობლემებზე ვილაპარაკოთ – ვილაპარაკოთ ყველგან და ყოველთვის, ხმამაღლა და ყველანაირი გამომსახველობითი საშუალებით, ვამხილოთ საკუთარი თავები და გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, ფართოდ გავახილოთ დახუჭული თვალები! ახლა არსებულ პრობლემებზე თოჯინები ლაპარაკობენ! თქვენ კი მობრძანდით, კომფორტულად მოკალათდით და მოუსმინეთ რეალურ ისტორიებს, რომელნიც, რიგი მიზეზების გამო, აუცილებლად შეგიქმნიან დისკომფორტს. დიახ, ახლაა ლაპარაკისა და მოსმენის დრო – სწორედ ახლა, ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს…

შაბათი, 17 ოქტომბერი – 20;00სთ;
კვირა, 18 ოქტომბერი – 20:00სთ;
მისამართი: კუს ტბის ქ.#2 მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი „მუზა“.

Check Also
Close
Back to top button