სიახლეები

“უილიამ შექსპირი” ერთ დღიანი პროექტი

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

2013 წლის 23 აპრილს, 15:00 საათზე, მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლის – უილიამ შექსპირის (1564-1616) დაბადებისა და გარდაცვალების დღეს, რუსთაველის თეატრის VIP დარბაზში მოეწყობა ამერიკელი რეჟისორისა და დრამატურგის – რობერტ ვილსონის „სონეტების“ სრული ვერსიის ჩვენება. წარმოდგენა აგებულია შექსპირის სონეტებზე. მუსიკის ავტორია რუფუს ვეინვრაითსი („ბერლინერ ანსამბლი“, 2009). ერთდღიანი პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექსპირის შემსწავლელი ცენტრის ინიციატივითა და რუსთაველის თეატრის მხარდაჭერით. ჩვენება დაიწყება ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ლევან ხეთაგურის შესავალი სიტყვით.

დასწრება თავისუფალია!

Back to top button