სიახლეები

“ურჩხული და ლამაზმანი” პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

27 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით მოზარდ მაყურებელთა თეატრი ბავშვებს საახალწლოდ დიდ სიურპრიზს სთავაზობს – “ურჩხული და ლამაზმანი” მიუზიკლი ერთ მოქმედებად, სცენაზე გაცოცხლდება ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული და პოპულარული ზღაპარი სიყვარულზე – ამბავი უფლისწულზე, რომელსაც ჯადოქარი ურჩხულად აქცევს.

მიუზიკლისთვის საგანგებოდ ითარგმნა ქართულად სიმღერის ტექსტები, ხოლო ალან მენკენისა და ჰოვარდ ეშმანის ცნობილი მუსიკის გარდა, სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის შეიქმნა რამდენიმე მუსიკალური თემა. მოჯადოებული ურჩხულის სასახლეში ბავშვები შეხვდებიან საყვარელ პერსონაჟებს: ბელსა და მორისს, ლუმიერსა და კოგსვორთს, ქალბატონ ჩაიდანს, მადამ დე გარდერობსა და სხვებს. ჯადოსნური ზღაპარი ნებისმიერი თაობის მაყურებელს მოხიბლავს. საახალწლო სიურპრიზები მხოლოდ ამ სპექტაკლით არ შემოიფარგლება – ყოველი წარმოდგენის წინ თეატრის ფოიეში გაიმართება მუსიკალური კონცერტი სხვადასხვა ზღაპრის გმირის, სანტა კლაუსისა და რა თქმა უნდა, თოვლის პაპის მონაწილეობით, საპნის ბუშტების შოუ და კიდევ სხვა ღონისძიებები.
პროექტის ავტორია ლევან გვაზავა, დამდგმელი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, მხატვარი ნინო კიტია, მუსიკალური კონსულტანტი და ქორმაისტერი ალექსანდრა ლორთქიფანიძე, ქორეოგრაფი ნიკოლოზ ნანიტაშვილი, ადაპტირებული ტექსტის ავტორი ანა მირიანაშვილი, ვიდეო ინსტალაცია ლევან გვაზავა.

მონაწილეობენ: თეკლა ჯავახაძე, შალვა ანთელავა, თამარ ცქვიტინიძე, ლევან გვაზავა, ია ჭილაია, სალომე მაისაშვილი, თამარ ლორთქიფანიძე, ნინო მუმლაძე, ეკატერინე შარიქაძე, ბადრი გვაზავა, რატი ნავაძე, თამარ ტყემალაძე, ნინო არჩაია, ხატია მელქაძე, რამონა მიქელაძე, სოფო ფერაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ ჭანუყვაძე, ანა ხუროშვილი, ზურაბ არუსია, რატი გოგუაძე, ვანო დუგლაძე, დიმიტრი თარბაია, ლევან კაციაშვილი, ნიკოლოზ კვანტალიანი, სერგო შვედკოვი .

Back to top button