27 დეკემბრიდან 15 იანვრამდე, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე, რუსულენოვანი მაყურებლისთვის წარმოდგენილი იქნება ჯადოსნური ზღაპარი “საახალწლო ფანტაზია”. პატარა მაყურებელთან შესახვედრად თოვლის ბაბუასთან ერთად, ბავშვების საყვარელი ზღაპრების გმირებიც მოიჩქარიან: გერდა, კაი, თოვლის დედოფალი, ტყის ელფები.
დადგმის ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი. ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი გიორგი შენგელაია.
მონაწილეობენ: ნინო მუმლაძე, ედმონ გაბედავა, რამონა მიქელაძე, გიორგი ყორღანაშვილი, საშა ლუბინეცი, თამარ ცქვიტინიძე, რაჟდენ კერვალიშვილი, ლევან გვაზავა, სერგო შვდეკოვი, ლექსო ლობოვი, ანა ხუროშვილი.