ჩიკაგო

02 აპრ 20:45

2 აპრილს, „წისქვილი ჯგუფი“ და „არქი“ წარმოგიდგენთ ლეგენდარულ მუსიკალურ ვოდევილს - „ჩიკაგოს“.

„ჩიკაგოს“ ოფიციალური ლიცენზია „წისქვილი ჯგუფმა“ მსოფლიოში ცნობილი თეატრალური კომპანია CONCORD THEATRICALS-ისგან შეიძინა. „ჩიკაგოს“ წარმდგენი და სპონსორია „არქი“, ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს ახალ და საინტერესო პროექტებს.

მიუზიკლი ეფუძნება მორინ დალას უოტკინსის 1926 წელს დაწერილ ამავე სახელწოდების პიესას, რომელიც, თავის მხრივ, იმ დროს განვითარებულ რეალურ ამბებს ასახავს. უოტკინსი „ჩიკაგო ტრიბუნის“ კრიმინალური განყოფილების ჟურნალისტი იყო, რომელმაც ფაბულად კრიმინალური ქრონიკის ისტორიები გამოიყენა. მთავარი გმირების პროტოტიპები რეალური ადამიანები იყვნენ - მკვლელი ქალები ჩიკაგოდან - ბელვა გარტნერი და ბეულა ანანი. „ჩიკაგო“ - ეს ერთგვარი ცირკია ყველაზე შთამბეჭდავი წარმოდგენითა და სანახაობით, ჯამბაზებითა და მარიონეტებით, ცრუ სიყვარულითა და ნამდვილი სიძულვილით. 32 500 წარმოდგენა და 32 მილიონზე მეტი მაყურებელი - ეს ლეგენდად ქცეული მიუზიკლის რეკორდია. „ჩიკაგოს“ მსოფლიო რუკაზე უკვე საქართველო, თბილისი და ქართველი მაყურებელიც გამოჩნდა.

ამ შთამბეჭდავ სამმოქმედებიან წარმოდგენას, ვახშმის თანხლებით, „თეატრში“ წარმოგიდგენთ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

მონაწილეობენ:

ანა ქურთუბაძე, მარიამ როინიშვილი, ანდრია გველესიანი, გიორგი ნაკაშიძე, მარიკო ებრალიძე, ჯეჯი სხირტლაძე, ანა ზამბახიძე, თინათინ წულაძე, ანა წერეთელი, ანა გვანცელაძე, თამთა შალამბერიძე, გიგა შურღაია, გიორგი კაკალაშვილი, ნიკუშა ხრიკული, ნიკა ჭკადუა, ლუკა ხეჩუმაშვილი, ანდრია ზაქარაია, თეკლა სულაქველიძე, რატი ბლიაძე, ცოტნე ბლიაძე, გიორგი სუთიძე, გიორგი ბუაჩიძე, თეო კოჭლამაზაშვილი, თამუნა აბესაძე, თამთა გასიშვილი, ანა შუბლაძე, ნატაშკა იაშვილი, ბარბარე ჩიქოვანი.

შემოქმედებითი ჯგუფი:

• დამდგმელი რეჟისორი: ზაალ ჩიქობავა
• რეჟისორი: გურანდა იაშვილი

• მუსიკალური ხელმძღვანელი: თამუნა არჩვაძე
• ქორეოგრაფი: გიორგი ტორიაშვილი
• ქართული ტექსტი: თეა ყიფშიძე, სოსო ყიფშიძე
(ფრედ ებისა და ბობ ფოსის წიგნის მიხედვით მორინ დალას უოტკინსის პიესის„ჩიკაგოს“ - მოტივებზე)
• სიმღერების ტექსტი: ირინა სანიკიძე
• დამდგმელი მხატვარი: ანა ნინუა
• კოსტიუმები: ლაშა ჯოხაძე
• მხატვარ-გამნათებელი: გელა მუმლაძე
• ხმის რეჟისორი: რომა მატვეევი
• მაკიაჟი: თამუნა ყამბარაშვილი
• ვარცხნილობა: თინათინ რატიშვილი
• სადადგმო ნაწილის ხელმძღვანელი: ნიკოლოზ ჯიბუტი
• ბრენდ შეფი: ალექს ნათაძე

კარი იხსნება: 20:00 სთ.
წარმოდგენა და ვახშამი: 20:45 სთ.

გაითვალისწინეთ!

• ბილეთის ფასი მოცემულია ერთ სტუმარზე.
• ბილეთის საფასურში შედის წარმოდგენაზე დასწრება ვახშმის თანხლებით.
• ვახშმის მენიუს ირჩევთ წინასწარ, ბილეთის შეძენის დროს. ადგილზე ვერ შეუკვეთავთ. შეგიძლიათ, შეუკვეთოთ მხოლოდ ხემსის დაფა, ქართული ნუგბარი და სასმელი.
• დაგვიანებული სტუმარი აქტის დასრულებამდე სივრცეში არ დაიშვება.
• არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები წარმოდგენაზე არ დაიშვებიან.
• გთხოვთ, გაითვალისწინოთ - შეძენილი ბილეთი არ ბრუნდება.