ნეტავი იქ თეატრი არის?!

რეჟისორი ნანა ჯანელიძე

ნანა ჯანელიძის დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი ერთი ოჯახის ისტორიას ასახავს, რომელიც საბჭოთა კავშირის სისასტიკის ფონზეა მოთხრობილი. ფილმში მთხრობელიც და მთავარი გმირიც არტისტი კახი კავსაძეა, რომელიც იხსენებს საკუთარი ბავშვობისა და ცხოვრების დრამატულ ეპიზოდებს

რეჟისორი: ნანა ჯანელიძე  სცენარი: ნანა ჯანელიძე, ნინო ნატროშვილი (კახი და იმერი კავსაძეების მონათხრობის მიხედვით)  ოპერატორი: გიორგი ბერიძე  მხატვარი: ზურა მიქელაძე კომპოზიტორი: მიშა მდინარაძე  პროდიუსერ(ებ)ი: ნანა ჯანელიძე, ირაკლი ტრიპოლსკი

Production:
Studio “Stuko”, Studio N&N

ნანა ჯანელიძე
დაიბადა 1955 წლის 7 აგვისტოს თბილისში. 1981 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის სახელოსნო). თენგიზ აბულაძესთან ერთად მუშაობდა ფილმის „მონანიება” სცენარზე. რუსეთის კინოაკადემიის პრემიის „ნიკე” ლაურეატი (1987. ნომინაცია – სცენარი). საქართველოს სახელმწიფო და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური პრემიების ლაურეატი ფილმისთვის „იავნანა”. არის მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზის მფლობელი.

კომენტარი

აფიშა