introspection

the Story about us
[tabby title=”POSTERS”]
introspeqcia1
introspeqcia2
[tabby title=”DESCRIPTION”]
[tabby title=”TRAILER”]
[tabby title=”PHOTOS”] [tabby title=”აღწერა”]
  • საორკესტრო ვერსიების ავტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი
  • დამდგმელი რეჟისორი – დავით დოიაშვილი
  • მხატვარი – ანა ნინუა
  • განათების მხატვარი – ია ნადირაშვილი

მთავარ როლში: ნატო მეტონიძე
მონაწილეობენ: ნატა ბერეჟიანი, ნანა ბუთხუზი, ბუბა გოგორიშვილი, თეა დარჩია, ნინო მითაიშვილი, ანა ქურთუბაძე.

სპექტაკლის შესახებ:
,,INTROსპექცია“ – ამბავი ჩვენზე, ეს არის სპექტაკლი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს და ძნელად თუ აღმოჩნდება ადამიანი, ვისაც არ შეეხება, არ გაახსენებს. ეს ის შემთხვევაა სცენა და მაყურებელი ერთმანეთთან ქიმიურ რეაქციაში რომ შედიან.
ალბათ ყველა თავისებურად ხედავს ამა თუ იმ მოვლენას, ეთანხმება ან აკრიტიკებს …ამ სპექტაკლის ფუნქციაც სწორედ ესაა – ,,კარდონის ყუთებში“ კარგად შენახული შენი ტკივილი, ოცნება თუ სიხარული მთელი სიმძაფრით უნდა გაიხსენო , გაიაზრო და შემდეგ შეაფასო.
ნატო, დოი და ნიკა – 12 წლის მანძილზე დაგროვილი სათქმელი და პოზიცია. 60–იანებიდან დღემდე გამოვლილი სევდა და სიხარული, მათ შორის მძიმე და დრამატული დღეებიც, მაგრამ ეს ჩვენ ვართ და ეს ნამდვილი ამბავიც ჩვენზეა.
,,INTROსპექცია“–მ შესაძლოა მაყურებელი ვერ გაართოს, მაგრამ ერთი კი ცხადია, ყოველ ჩვენგანს ააფორიაქებს და დააფიქრებს. სპექტაკლის შემდეგ მუსიკალურ თემებთან ერთად შინ მინიმუმ ერთი ,,კარდონის ყუთით“ მაინც დაბრუნდები, სადაც შენი 9 აპრილი, აგვისტოს ომი, პირველი სიყვარული თუ წითელი ყელსახვევი ინახება.

ხანგრძლივობა: 90 წთ.

[tabbyending]

კომენტარი

აფიშა