60-იანი წლების მუსიკის "ექო"
წისქვილის „თეატრი“ წარმოგიდგენთ მუსიკალური საღამოების სერიათა ციკლს პროექტიდან „ექო“.
ექსკლუზიურად „თეატრის“ აუდიტორიისთვის - ახალი პროექტი აერთიანებს სხვადასხვა ეპოქის, სტილისა და ჟანრის მუსიკას, არტისტული, ქარიზმატული და სანახაობრივი ინსცენირებითა და თანამედროვე ექოთი გადმოგცემთ ქართულ და მსოფლიო მუსიკის ამბებს
5 ივლისს, 21:00 საათზე, საღამო მიეძღვნება 60-იან წლების თემატიკას.
60-იან წლების მუსიკა გვახსენებს წლებს:
- როცა ბროდვეიზე მიუზიკლი „ვესტსაიდის ისტორია“ დასწრების რეკორდებს ხსნიდა, მილანში ლა-სკალას აღფრთოვანებული მაყურებლები სუხიშვილებს თოთხმეტჯერ უხმობდნენ სცენაზე.
- როცა ამერიკელებმა პირველად გაისეირნეს მთვარეზე, თბილისში ნანატრი მეტრო გაიხსნა და პირველი ექსპრესი სადგურ "დიდუბიდან" დაიძრა
- როცა ოთარ იოსელიანი „გიორგობისთვეს“ იღებდა, რეზიკო ბელთაძე „თოლიას“ მღეროდა, კუჭკუჭიმ ფეხბურთის გამო ერთადერთ სიდედრს ისტუმრებდა იმქვეყნად, ხოლო პიპინია ერისთავი თერაპევტ, წყნარ და ოჯახიშვილ რძალზე ოცნებობდა.
- როცა ერთი ქართული ოჯახიდან „ორერას“, რევაზ ლაღიძის, კონსტანტინე პევზნერის სიმღერები ისმოდა, მეორეგან კი, ყველასგან მალულად, ისე რომ არავის გაეგო, აკრძალულ მუსიკას - „ბიტლზის“ და ელვის პრესლის როკენროლს უსმენდნენ.
- როცა ქართულ რეალობაში რომანტიკა, პოეზია და დროის გატარების საუცხოო საშუალება ოჯახურ-მეგობრული შეკრებები იყო.
მონაწილეობენ: სოფო გელოვანი, ანდრია გველესიანი, ცირა კობიაშვილი, ნუცა თოფურია, გიგი ადამაშვილი.
ბენდი: სალომე გოცირიძე (ბასი); ნიკოლოზ ბუზალაძე (გიტარა); გიგი კობერიძე (დრამი); ნიკოლოზ ჩარკვიანი (კლავიში); გვანცა კუპატაძე (ბექ ვოკალი).
წამყვანი: მსახიობი - დავით ველიჯანაშვილი
DJ: ALEX
შემოქმედებითი ჯგუფი:
პროექტის ავტორი: გიორგი ასანიშვილი
რეჟისორები: ზაზა ორაშვილი, გიორგი დეკანოიძე
პროდიუსერები: ნინჩო ფირცხალავა, სალომე ბენდიანიშვილი, ვახო ხვიჩია
„თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელი: ზაალ ჩიქობავა
ბილეთის ფასი:
I სართული - 80 ₾
ანტრესოლი - 70 ₾
ბილეთის საფასური მოიცავს მხოლოდ ღონისძიებაზე დასწრებას
• ბილეთების შეძენის შემდეგ, მაგიდის ადგილმდებარეობისა და მენიუს შესარჩევად, დაგიკავშირდებათ თეატრის მენეჯერი.
• დეტალური ინფორმაციისთვის და მენიუს წინასწარ შესაკვეთად: 032 2 88 88 80
• გთხოვთ, გაითვალისწინოთ - შეძენილი ბილეთი უკან არ ბრუნდება!
რესტორანი იხსნება - 20:00 საათზე, პროგრამა იწყება - 21:00 საათზე
მის: ბელიაშვილის 99