ჩვენ შესახებ

Cven-shesaxeb.png

20 წელია, „წისქვილი ჯგუფი“ პრემიუმ კლასის სარესტორნო საქმიანობისა და ამ მიმართულების ლიდერია საქართველოში. ეთნო-წისქვილი, ლუდის მოედანი, ღვინის ეზო, წისქვილი მცხეთაში, წისქვილი ვაკეში, წისქვილი წყნეთში - ყველაფერი ეს, თბილისსა და მის შემოგარენში გამორჩეული სარესტორნო სივრცეებია. ამასთან ერთად, წისქვილი ჯგუფს ეკუთვნის „წისქვილი ბაზარი“, სადაც საუკეთესო ხარისხის პროდუქტები, სუპერმარკეტი და მზა კერძები ერთ სივრცეშია წარმოდგენილი.

ბოლო და განსაკუთრებული პროექტი კი „თეატრია“ - მულტიფუნქციური პავილიონი, სრულიად ახალი - SHOW & DINNER კონცეფცია, რომელიც პირველია საქართველოსა და ამიერკავკასიაში.

“თეატრში” ერთდროულად შეიძლება იმოგზაუროთ კლასიკურ კაბარეში, ნახოთ ამერიკული მიუზიკლი, დატკბეთ ოპერით, ბალეტით, დაესწროთ კონცერტს და მოუსმინოთ თანამედროვე არტისტების შემოქმედებას, ტურისტებს კი შეუძლიათ აღმოაჩინონ ქართული კულტურული ატრაქცია, გასტრონომიის თანხლებით. ერთი სიტყვით, ეს არის მრავალფუნქციური პავილიონი, სივრცე რომელიც მუდმივად ტრანსფორმირდება. 

 

 

ჩვენი გუნდი

ალექს ნათაძე

"თეატრის" ბრენდ-შეფი

 „თეატრში“ გასტრონომიაც წარმოდგენაა. ალექს ნათაძის თითოეული კერძი უბრალოდ მომზადებული საკვები არაა, ის შოუს კონცეფციას ეხმიანება და მისი ნაწილი ხდება. ამიტომაც, როცა პერფორმანსი იგეგმება, ბრენდ-შეფი და მზარეულთა დიდი გუნდიც იქვეა. ასე იქცევა თითოეული აპეტაიზერი, მთავარი კერძი და დესერტი „თეატრის“ თითოეული ღონისძიების ხასიათის, სტილისა და ჟანრის ნაწილად.  თამამად შეიძლება იღქვას, რომ კონცეპტუალური გასტრო-თეატრალური პრემიერა წარმატებით შედგა.

ზაალ ჩიქობავა

"თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელი

ზაალ ჩიქობავას ბიოგრაფიაში არაერთ საინტერესო შტრიხს იპოვით, რამაც ის ამ განსხვავებული ესთეტიკისა და შინაარსის თეატრთან მიიყვანა. როგორც ის აღნიშნავს - „თეატრი“ საშუალებას გაძლევს, მთელი ფანტაზია ამოაფრქვიო და ის ნებისმიერი სტილისა და ჟანრის ღონისძიებას მოარგო. ის ამ სივრცეს ახალი იდეების, ექსპერიმენტებისა და გამოცდილების გაზიარების ჰაბს ადარებს, რომელიც ყველასია და თითოეულ სტუმარს შეუძლია, თავისი წილი თეატრი იპოვოს და შეიყვაროს.

გიორგი შველიძე

"წისქვილი ჯგუფის" გენერალური დირექტორი

"თეატრი“ ძალიან საინტერესო პროექტია მთელი გუნდისთვის. წლების მანძილზე დაგროვილმა გამოცდილებამ, მოგვცა გამბედაობა და შესაძლებლობა შეგვქმნა გამორჩეული და განსხვავებული კონცეფციის სივრცე. „თეატრის“ გასტრონომიის მიმართულება  „წისქვილი ჯგუფი“ -ის მრავალწლიან და უცვლელ ხარისხს ეფუძნება. ვფიქრობთ, რომ „თეატრის“ ისტორიის დაწერა უკვე დაიწყო და ისიც იტყვის თავის სათქმელს, როგორც კულტურული, ისე გასტრონომიული მიმართულებით. 

კონცეფცია

„Dinning Theatre”, „Show and Dinner” ანუ „წარმოდგენა ვახშმით“

კონცეფცია, რომელმაც ყველა აალაპარაკა, რადგან ერთი შეხედვით მარტივია, განსახორციელებლად რთული. აქ ერთნაირად მნიშვნელოვანია: შოუ, გასტრონომია და სერვისი. „წისქვილი ჯგუფი“ კი გახდა პირველი ამ მიმართულებით და გარისკა გაეკეთებინა რაღაც სხვა, ახალი, ის რაც გვსმენია, გაგვიგია, თუმცა აქამდე არავის განუხორციელებია. 

როგორც უკვე ვთქვით ამ ყვეალფრისთვის საჭიროა სამი პუნქტი: შოუ, გასტრონომია და სერვისი. და გადამწყვეტია პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული დიდი გუნდი, რომელიც ერთდროულად, სინქრონში, შეწყობილად ქმნის თითოეულ დეტალეს და ნიუანსს.

    რა ხდება თეატრში?

   •ამერიკული მიუზიკლი
   •ქართული კულტურული პროგრამა
   •კონცერტი
   •კორპორაციული წვეულებები


   •კერძო წვეულებები/ქორწილები

 

„თეატრმა“ ხელი შეუწყო ახალი ჟანრის დაბადებას და ეს სივრცე იქცა ქართველი და უცხოელი მაყურებლის საყვარელ ადგილად, სადაც საკუთარ მოგონებებს ერთ განსაკუთრებულ ბოჰემურ თავგადასავალსაც შემატებენ

 

პარტნიორები და მედია პარტნიორები