ეთნო - ჯაზ ბენდი „ირიაო“ თეატრში

15 ნოე 21:00

წისქვილის „თეატრი“ ეთნო-ჯაზ ბენდ „ირიაოს“ და გერმანელ ჯაზ მუსიკოსებს მასპინძლობს.

სცენაზე გაჟღერდება ორიგინალური კომპოზიციები, რომლებიც აერთიანებს ქართულ კლასიკურ და თანამედროვე ჯაზის ელემენტებს, გერმანელი მუსიკოსების მონაწილეობით. პროგრამაში ასევე შესრულდება გერმანული მუსიკა თანამედროვე არანჟირებით, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის მომზადდა.

საღამოს დაასრულებს: Latino Boys Band

ღოინსძიება გაიმართება პროექტ „ალავერდის“ ფარგლებში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურათაშორის თანამშრომლობას და მუსიკალური მემკვიდრეობის ახალი ინტერპრეტაციით გაცვლას.

პროექტის მონაწილეები:

  • მანფრედ ბდუნდლი (Manfred Bründl) - კონტრაბასი, პროექტის ავტორი, FRANZ LISZT Weimar მუსიკალური უნივერსიტეტის პროფესორი
  • ვერნერ ნოიმანი (Werner Neumann) - გიტარა
  • ტომ ფრიდრიხი (Tom Friedrich) დრამი
  • მიშო ჯავახიშვილი - ვოკალი, ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო“
  • ბუბა მურღულია - ვოკალი, ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო“
  • გაგა აბაშიძე - ვოკალი, ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო“
  • ლუკა ტაბატაძე - კლავიში, მოწვეული მუსიკოსი

ბილეთის ფასი:
I სართული- 90 ₾
ანტრესოლი - 80 ₾
ბილეთის საფასური მოიცავს მხოლოდ ღონისძიებაზე დასწრებას

♦ ბილეთების შეძენის შემდეგ, მაგიდის ადგილმდებარეობისა და მენიუს შესარჩევად, დაგიკავშირდებათ თეატრის მენეჯერი.

♦ დეტალური ინფორმაციისთვის და მენიუს წინასწარ შესაკვეთად: 032 2 88 88 80

♦ გთხოვთ, გაითვალისწინოთ - შეძენილი ბილეთი უკან არ ბრუნდება!

კარი იხსნება: 20:00
პროგრამა იწყება: 21:00

მის: ა. ბელიაშვილის 99