პრემიერა „ექო" - ყველა დროის საუკეთესო ქართული სიმღერები

14 ივნ 20:00

წისქვილის „თეატრი“ წარმოგიდგენთ მუსიკალური საღამოების სერიათა ციკლს პროექტიდან „ექო“.


ექსკლუზიურად „თეატრის“ აუდიტორიისთვის - პროექტი აერთიანებს სხვადასხვა ეპოქის, სტილისა და ჟანრის მუსიკას, არტისტული, ქარიზმატული და სანახაობრივი ინსცენირებითა და თანამედროვე ექოთი, გამოგზაურებთ ქართულ და მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში.

14 ივნისს, 20:00 საათზე - „ექო“ წარმოგიდგენთ:

  • ყველა დროის საუკეთესო ქართული სიმღერები (ნაწილი I).
  • ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორების შედევრები, რომლებმაც დროს გაუძლეს და დღემდე პოპულარულია.
  • გია ყანჩელის, კონსტანტინე პევზნერის, ბიძინა კვერნაძის, ვაჟა აზარაშვილის, გიორგი ცაბაძის, რევაზ ლაღიძის, ოთარ რამიშვილის, ალექსანდრე ბასილაიასა და სხვა კომპოზიტორების ცხოვრებისეული ამბები და სახალისო ისტორიები.
  • თანამედროვე ქართული მუსიკა და ბოლო წლების ცნობილი ჰიტები ახლებური ბგერითა და არანჟირებით.
  • ყველა თაობის საყვარელი სიმღერები, თეატრის სცენაზე....

მონაწილეობენ:

  • ნუცა თოფურია, სოფო გელოვანი, გიგი ადამაშვილი, ცირა კობიაშვილი, ოთო ნემსაძე.
  • მუსიკოსები: ნიკოლოზ ჩარკვიანი, გიორგი კობახიძე, გიგი კობერიძე, სალომე გოცირიძე.
  • DJ: საბა აბრამიძე

შემოქმედებითი ჯგუფი:

♦ პროექტის ავტორი: გიორგი ასანიშვილი
♦ რეჟისორები: ზაზა ორაშვილი, გიორგი დეკანოიძ
♦ პროდიუსერები: ნინჩო ფირცხალავა, სალომე ბენდიანიშვილი, ვახო ხვიჩია
♦ „თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელი: ზაალ ჩიქობავა

ბილეთის ფასი:

  • I სართული- 80 ₾
  • ანტრესოლი - 70 ₾
    ბილეთის საფასური მოიცავს მხოლოდ ღონისძიებაზე დასწრებას

♦ ბილეთების შეძენის შემდეგ, მაგიდის ადგილმდებარეობისა და მენიუს შესარჩევად, დაგიკავშირდებათ თეატრის მენეჯერი.

♦ დეტალური ინფორმაციისთვის და მენიუს წინასწარ შესაკვეთად: 032 2 88 88 80

♦ გთხოვთ, გაითვალისწინოთ - შეძენილი ბილეთი უკან არ ბრუნდება!

კარი იხსნება: 20:00

პროგრამა იწყება: 21:00


მის - ა. ბელიაშვილის 99