აუქციონი თეატრში

28 ოქტ 20:00

წისქვილის „თეატრი“ და "Ria bid" წარმოგიდგენთ პირველ აუქციონს!

„თეატრის“ გუნდი მოხარულია Ria bid-თან პარტნიორობით, ორგანიზება გაუწიოს პირველ ლაივ აუქციონს და გახდეს ხელოვანებისა და მათი თაყვანისმცემლების შეკრების ადგილი.
ჩვენი საგამოფენო სივრცე ამჟამად უკვე მასპინძლობს
Ria bid-ს, რომელიც აერთიანებს ოცამდე ქართველ ხელოვანს, ორიენტირებულია ქართული ხელოვნების ყიდვა-გაყიდვაზე და უზრუნველყოფს მათი ნამუშევრების წვდომას მთელ მსოფლიოში.
ეს იქნება კულტურული ღონისძიება, თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებისთვის, სადაც გაეცნობით სხვადახვა მხატვრების შემოქმედებასა და სიახლეებს.
სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ აუქციონში და შეიძინონ მათთვის სასურველი ნამუშევარი.


აუქციონში მონაწილე მხატვრები არიან:

♦ ლუკა ჯიქია ♦ ტატო ახალკაციშვილი ♦ მაკა ბატიაშვილი ♦ SALOMEYA BAUER ♦ სოფო მამალაძე ♦ თენგიზ სეფიაშვილი(სეფო)
♦ გელა მიქავა ♦ მაკო ლომაძე ♦ თუთუ კილაძე ♦ ნატალია ლაშხი

საღამოს გაუძღვებიან - ელენე კალანდაძე და ნიკა ლომიძე.
აუქციონთან ერთად გელოდებათ მრავალფეროვანი და სანახაობრივი შოუ-პროგრამა, გემრიელ ვახშამთან ერთად.

საცეკვაო ნომრები:

♦ დადგა ეს დღე - მიუზიკლი “Nine” ♦ ტანგო - მიუზიკლი “Moulin Rouge” ♦ არტისტი - მიუზიკლი “Nine” ♦ ფრანგული ცეკვა ♦ ცეკვა ესპანური
♦ პასადობლე ♦ კანკანი ♦ ჩა ჩა ჩა ♦ ინდური

ბრენდ შეფი: ალექს ნათაძე

მაგიდის დასაჯავშნად და დეტალური ინფორმაციისთვის: 032 2 88 88 80
მის: ბელიაშვილის #99
Dress code: Casual Classic