ვერის უბნის მელოდიები - პრემიერა
„თეატრის“ „ცნობის ფურცელი“ ახალ ამბავს გატყობინებთ:
ეკრანზე გამოსვლიდან 5 ათეული წლის თავზე, პირველი ქართული მიუზიკლი, გიორგი შენგელაიას ლეგენდარული და კლასიკადქცეული „ვერის უბნის მელოდიები“, გოგი ცაბაძის უკვდავი მუსიკით, მორის ფოცხიშვილის დაუვიწყარი ტექსტებით, „თეატრის“ სცენაზე თავბრუდამხვევი სანახაობით ცოცხლდება.
ჩვენ მოგიყვებით ქალაქის უძველეს უბანსა და უთქმელ სიყვარულზე. სიკეთით ჩადენილ დანაშაულსა და ხალხის მოთხოვნით გაუქმებულ სასჯელზე. აქ, ამ თეატრში, შეხვდებით მედროგე პავლესა და მის გოგონებს, მრეცხავ ვარდოსა და ტანც-კლასის პედაგოგებს, პრისტავსა და მის ქვეშევრდომებს, ვაჭარ პანკესასა და აღა-გეორქას... ვერის უბანში დიდი ამბები ტრიალებს და ამ საღამომ უთქვენოდ არ უნდა ჩაიაროს! „ვერის უბნის მელოდიები“ „თეატრში“ წარმოდგენილია სამ ნაწილად, ვახშმის თანხლებით. მიუზიკლი ეფუძნება გიორგი შენგელაიას ამავე სახელწოდების ფილმს „ვერის უბნის მელოდიები“ (სცენარი - გიორგი შენგელაია, ანზორ სალუქვაძე).
კომპოზიტორი - გიორგი ცაბაძე
სიმღერების ტექსტი - მორის ფოცხიშვილი
შემოქმედებითი ჯგუფი:
- დამდგმელი რეჟისორი: ზაალ ჩიქობავა
- მუსიკალური ვერსია: ნიკოლოზ რაჭველი
- დამდგმელი მხატვარი: თამარ ფოცხიშვილი
- კოსტიუმების მხატვარი: ანა ნინუა
- ქორეგრაფია: გიორგი ტორიაშვილი
- ინსცენირება: თეა ყიფშიძე
- ვოკალის პედაგოგი: თამუნა არჩვაძე
- მხატვარ-გამნათებელი: გელა მუმლაძე
- ხმის რეჟისორი: რომა მატვეევი
- სადადგმო ნაწილის ხელმძღვანელი: ნიკოლოზ ჯიბუტი
- ბრენდ შეფი: ალექს ნათაძე
მუსიკალური ვერსიები შესრულებულია “ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის” მიერ- დირიჟორი: ნიკოლოზ რაჭველი
გაწეული დახმარებისთვის მადლობა დავით დოიაშვილსა და ვასო აბაშიძის სახელობის „ახალ თეატრს“.
მონაწილეობენ:
- ვარდო: ანა ქურთუბაძე / მარიამ როინიშვილი
- პავლე: ანდრია გველესიანი / გიორგი კაკალაშვილი
- პრისტავი: გიგი დედალამაზიშვილი / გიორგი ყველაშვილი
- პოლიციელი ქათამაძე: ბექა ხაჩიძე
- ინოჩენცი: ჯეჯი სხირტლაძე
- ალისა აკვანარიხსკაია: ანა წერეთელი / რუსკა მაყაშვილი
- გეურქ გეურქოვი: ონისე ონიანი
- ვაჭარი პანკესა: ალეკო ბეგალიშვილი
- ძიბო: გიორგი გიგიბერია / ნიკოლოზ ჭკადუა
- პავლეს შვილები (თამრო და მარო):
– ანასტასია ირემაძე / კატო კვანტალიანი;
– მარიამ შუბითიძე / ელენე შათირიშვილი / ნიტა ლეჟავა;
– ემა ლეჟავა / ელისაბედ გაბელაია;
- ტურფა: თინათინ წულაძე / ანა გვანცელაძე
- აფთიაქარი: ლუკა ხეჩუმაშვილი
- ფოსტალიონი: გიგა შურღაია
- მიხაკა: ლაშა მორჩილაძე / ანდრია ზაქარაია
- პოლიციელები: ირაკლი გაგლიაშვილი, ანდრია ზაქარაია / ლაშა მორჩილაძე
- გეურქ გეურქოვის მეუღლე: თამთა შალამბერიძე / მარიამ ჩუხრუკიძე
დასი: ნინი ჩაჩიბაია, სალომე თათარაშვილი, ელენე თავართქილაძე, ქეთევან აბესაძე, ბარბარე ურიდია, სალომე ცინცაძე, ანი სახიაშვილი, ელენე ვეკუა, თამარ აბესაძე, თეო კოჭლამაზაშვილი, ანი შუბლაძე, ნატაშკა იაშვილი, ლონდა ტყემალაძე, თამთა გასიშვილი, რატი ბლიაძე, გიორგი სუთიძე, გიორგი ბუაჩიძე.
მიუზიკლის პარტნიორები არიან: სითიზენი, ბორჯომი, კონცეპტი, ბენე, Chivas 18, გურემანი, ვაკე. მიუზიკლის მედია მხარდამჭერია: პალიტრა მედია ჰოლდინგი
გაითვალისწინეთ!
- ბილეთის ფასი მოცემულია ერთ სტუმარზე.
- ბილეთის საფასურში შედის წარმოდგენაზე დასწრება ვახშმის თანხლებით.
- ვახშმის მენიუს ირჩევთ წინასწარ, ბილეთის შეძენის დროს. ადგილზე ვერ შეუკვეთავთ. შეგიძლიათ, შეუკვეთოთ მხოლოდ ხემსის დაფა, ქართული ნუგბარი და სასმელი.
- დაგვიანებული სტუმარი აქტის დასრულებამდე სივრცეში არ დაიშვება.
- არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები წარმოდგენაზე არ დაიშვებიან.
- • გთხოვთ, გაითვალისწინოთ - შეძენილი ბილეთი არ ბრუნდება.
კარი იხსნება: 20:00 სთ
წარმოდგენა და ვახშამი: 20:45 სთ
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 000 888