ახალი წელი
პრემიერა • 60-იანი წლების მუსიკის „ექო" თეატრში
წისქვილის „თეატრი“ წარმოგიდგენთ მუსიკალური საღამოების სერიათა ციკლს პროექტიდან „ექო“.
ექსკლუზიურად „თეატრის“ აუდიტორიისთვის - ახალი პროექტი გააერთიანებს სხვადასხვა ეპოქის, სტილისა და ჟანრის მუსიკას, არტისტული, ქარიზმატული და სანახაობრივი ინსცენირებითა და თანამედროვე ექოთი გაგაცნობთ ქართული და მსოფლიო მუსიკის ამბებს.
12 აპრილს, 20:00 საათზე, გაიმართება პირველი საღამოს პრემიერა, რომელიც მიეძღვნება 60-იან წლების თემატიკას.
60-იან წლების მუსიკა გვახსენებს წლებს:
- როცა ბროდვეიზე მიუზიკლი „ვესტსაიდის ისტორია“ დასწრების რეკორდებს ხსნიდა, მილანში ლა-სკალას აღფრთოვანებული მაყურებლები სუხიშვილებს თოთხმეტჯერ უხმობდნენ სცენაზე.
- როცა ამერიკელებმა პირველად გაისეირნეს მთვარეზე, თბილისში ნანატრი მეტრო გაიხსნა და პირველი ექსპრესი სადგურ "დიდუბიდან" დაიძრა
- როცა ოთარ იოსელიანი „გიორგობისთვეს“ იღებდა, რეზიკო ბელთაძე „თოლიას“ მღეროდა, კუჭკუჭიმ ფეხბურთის გამო ერთადერთ სიდედრს ისტუმრებდა იმქვეყნად, ხოლო პიპინია ერისთავი თერაპევტ, წყნარ და ოჯახიშვილ რძალზე ოცნებობდა.
- როცა ერთი ქართული ოჯახიდან „ორერას“, რევაზ ლაღიძის, კონსტანტინე პევზნერის სიმღერები ისმოდა, მეორეგან კი, ყველასგან მალულად, ისე რომ არავის გაეგო, აკრძალულ მუსიკას - „ბიტლზის“ და ელვის პრესლის როკენროლს უსმენდნენ.
- როცა ქართულ რეალობაში რომანტიკა, პოეზია და დროის გატარების საუცხოო საშუალება ოჯახურ-მეგობრული შეკრებები იყო.
მონაწილეობენ: სოფო გელოვანი, ანდრია გველესიანი, ცირა კობიაშვილი, მარიამ შენგელია, გიორგი ცხადაძე.
ბენდი: სალომე გოცირიძე (ბასი); ნიკოლოზ ბუზალაძე (გიტარა); გიგი კობერიძე (დრამი); ნიკოლოზ ჩარკვიანი (კლავიში); გვანცა კუპატაძე (ბექ ვოკალი).
წამყვანი: მსახიობი დავით ველიჯანაშვილი
DJ: ALEX
შემოქმედებითი ჯგუფი:
პროექტის ავტორი: გიორგი ასანიშვილი
რეჟისორები: ზაზა ორაშვილი, გიორგი დეკანოიძე
პროდიუსერები: ნინჩო ფირცხალავა, სალომე ბენდიანიშვილი, ვახო ხვიჩია
„თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელი: ზაალ ჩიქობავა
- აუცილებელია კერძების წინასწარ შერჩევა, მენიუს შესადგენად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 032 2 88 88 80
- გთხოვთ, გაითვალისწინოთ - შეძენილი ბილეთი არ ბრუნდება!
ბილეთის ფასი:
I ზონა - 80ლ.
II ზონა - 80ლ.
ანტრესოლი - 70 ლ.
ბილეთის საფასური მოიცავს მხოლოდ ღონისძიებაზე დასწრებას.
რესტორანი იხსნება - 19:00 საათზე, პროგრამა იწყება - 20:00 საათზე.
მის: ბელიაშვილის 99
-
ხემსი
“Café De Paris’’ კარაქიკლასიკური თეთრი და მარცვლოვანი პური
-
აპეტაიზერი
შებოლილი წიწაკამოხალული პეკანის, ლობიოს და კარამელიზირებული ხახვის შიგთავსი, სოიოს ბეშამელი, შტოში
-
მთავარი კერძი
ნელი მომზადების საქონლის ნეკნები ყავის და ბურბონის სოუსითკარტოფილის პიურე, მწვანე ხახვი, ოხრახუშის ზეთი
-
დესერტი
ბასკური ჩიზქეიქიშოკოლადის სოუსით
-
ხემსი
მუჰრამარიკლასიკური თეთრი და მარცვლოვანი პური
-
აპეტაიზერი
შებოლილი წიწაკამოხალული პეკანის, ლობიოს და კარამელიზირებული ხახვის შიგთავსი, სოიოს ბეშამელი, შტოში
-
მთავარი კერძი
შემწვარი პოლენტა სოკოს ფრიკასეთიქამა სოკო, ხის სოკო, შიიტაკე, გამომცხვარი ნივრის სოუსი, ოხრახუში, ტკბილი სიმინდის პიურე
-
დესერტი
ტირამისუვეგანური ამარეტოს კრემი, ყავის სიროფით დანამული ბისკვიტი