Broadway Night - ახალი წელი თეატრში

31 დეკ 23:00

ახალი წელივით კაშკაშა, სანახაობრივი და პომპეზური – ასეთ 31 დეკემბერს გვპირდება წისქვილის „თეატრი“. მულტიფუნქციურმა სივრცემ, რომელმაც სტუმრების გაოცება უკვე არაერთხელ მოახერხა, ახალი წლის ღამისთვის განსაკუთრებული და შთამბეჭდავი შოუ-პროგრამა მოამზადა.

Broadway Night – ასე ჰქვია დადგმას, რომელიც მრავალფეროვან, განსხვავებული ჟანრის ნომრებს გააერთიანებს და სტუმრებს სხვადასხვა ეპოქაში ამოგზაურებს.

განსაკუთრებული ახალი წელი თბილისში

31 დეკემბრის ღამეს თქვენთვის მსახიობების, მომღერლებისა და მოცეკვავეების ვარსკვლავური დასი ისეთი ლეგენდარული მიუზიკლებიდან შეასრულებს ნაწყვეტებს, როგორებიცაა „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!“ და „ჩიკაგო“. ამგვარად, „თეატრში“ კიდევ ერთხელ გაცოცხლდება ბროდვეის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები. ამასთან ერთად, თქვენთვის შესრულდება საახალწლო თემატიკით გაჯერებული მრავალფეროვანი კომპოზიციები. 4 საათიანი შოუს ბოლოს კი სივრცე DJ პერფორმანს დაეთმობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ახალი წლის ღამეს სად, ვისთან ერთად და როგორ გარემოში შეხვდები. „თეატრმა“ უკვე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ყოველი წარმოდგენა თუ საღამო აქ დღესასწაულილა. გამონაკლისი არც ახალ წელს იქნება, ჩვენი საოცარი დასი, მსახიობის, მოცეკვავეებისა და მომღერლების ვარსკვლავური შემადგენლობით აქ საოცარ ამბავს დაატრიალებს, ისეთს, როგორსაც სხვაგან ვერსად ნახავთ.“ - ზაალ ჩიქობავა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და წარმოდგენის დამდგმელი.

New Year Eve - Broadway Nigt-ში მონაწილეობას იღებენ ყველასათვის საყვარელი ქართველი ვარსკვლავები, საღამოს წაიყვანს 10 წამყვანი: მარიამ როინიშვილი, ანა ქურთუბაძე, მარიკო ებრალიძე, ანდრია გველესიანი, ჯეჯი სხირტლაძე, ანა ზამბახიძე,ნიკუშა ხრიკული, ნიკოლოზ ჭკადუა.

მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებში მონაწილეობენ: თინათინ წულაძე, ანა წერეთელი, მარიამ როინიშვილი, ანა ქურთუბაძე, მარიკო ებრალიძე, ანდრია გველესიანი, ჯეჯი სხირტლაძე, ანა ზამბახიძე, თამთა შალამბერიძე, ანა გვანცელაძე, თეკლა სულაქველიძე, გიგა შურღაია, გიორგი კაკალაშვილი, ლუკა ხეჩუმაშვილი, ნიკუშა ხრიკული, ნიკოლოზ ჭკადუა, ანდრია ზაქარაია, ცოტნე ბლიაძე, რატი ბლიაძე, გიორგი სუთიძე, ანდრო მელკუმოვი, თეონა კოჭლამაზაშვილი, თამუნა აბესაძე, ნატაშკა იაშვილი, ბარბარე ჩიქოვანი, ანი შუბლაძე, თამთა გასიშვილი, ნინი ჩაჩიბაია.

ცხადია, ახალი წელი, პომპეზური სანახაობის გარდა, გემრიელ ვახშამთანაც ასოცირდება. ამ ნაწილზე კი ბრენდ შეფი ალექს ნათაძე და წისქვილის „თეატრის“ შეფ-მზარეულები იზრუნებენ, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში უგემრიელესი სადღესასწაულო კერძებით გაგიმასპინძლდებიან.

„ვფიქრობ, ასეთი შთამბეჭდავი და განსხვავებული შოუ-პროგრამა, როგორიც „თეატრში“ გვექნება ახალ წელს, სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღე გახდება. დიდი ხანია ვემზადებით, რომ ყველა დეტალი იყოს იდეალურად გათვლილი და მაქსიმალურად დახვეწილი, საუკეთესო საღამოს შესაქმნელად. ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი თამუნა არჩვაძეა, ხოლო ქორეოგრაფი გიორგი ტორიაშვილი. სცენარზე თეა ყიფშიძემ იმუშავა და სიმღერების ქართული ტექსტი კი ირინა სანიკიძის შექმნილია.

„თეატრის“ მიერ შედგენილი სპეციალური საახალწლო პროგრამა თქვენს ახალ წელს კიდევ უფრო ლამაზ და კაშკაშა დღესასწაულად აქცევს, ამიტომ გირჩევთ ბილეთები დროულად დაჯავშნოთ.
აქვე გეტყვით რომ კონცეპტის მომხმარებლებისთვის მოქმედებს -15% იანი ფასდაკლება, საიტიდან teatri.ge.” – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.

პროგრამაზე, შემოქმედებით ჯგუფსა და ვახშმის მენიუზე მეტს „თეატრის“ ვებ-საიტზე, საახალწლო ღონისძიების გვერდზე შეიტყობთ. დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე +995 577 000 888.

მოემზადეთ დაუვიწყარი ღამისთვისა და 2024 წლის საუკეთესო დასაწყისისთვის!