პრემიერა • 60-იანი წლების მუსიკის "ექო"

27 აპრ 20:00

პრემიერა • 60-იანი წლების მუსიკის „ექო" თეატრში

წისქვილის „თეატრი“ წარმოგიდგენთ მუსიკალური საღამოების სერიათა ციკლს პროექტიდან „ექო“.
ექსკლუზიურად „თეატრის“ აუდიტორიისთვის - ახალი პროექტი გააერთიანებს სხვადასხვა ეპოქის, სტილისა და ჟანრის მუსიკას, არტისტული, ქარიზმატული და სანახაობრივი ინსცენირებითა და თანამედროვე ექოთი გაგაცნობთ ქართული და მსოფლიო მუსიკის ამბებს.
27 აპრილს, 20:00 საათზე, საღამო მიეძღვნება 60-იან წლების თემატიკას.

60-იან წლების მუსიკა გვახსენებს წლებს:

  • როცა ბროდვეიზე მიუზიკლი „ვესტსაიდის ისტორია“ დასწრების რეკორდებს ხსნიდა, მილანში ლა-სკალას აღფრთოვანებული მაყურებლები სუხიშვილებს თოთხმეტჯერ უხმობდნენ სცენაზე.
  • როცა ამერიკელებმა პირველად გაისეირნეს მთვარეზე, თბილისში ნანატრი მეტრო გაიხსნა და პირველი ექსპრესი სადგურ "დიდუბიდან" დაიძრა
  • როცა ოთარ იოსელიანი „გიორგობისთვეს“ იღებდა, რეზიკო ბელთაძე „თოლიას“ მღეროდა, კუჭკუჭიმ ფეხბურთის გამო ერთადერთ სიდედრს ისტუმრებდა იმქვეყნად, ხოლო პიპინია ერისთავი თერაპევტ, წყნარ და ოჯახიშვილ რძალზე ოცნებობდა.
  • როცა ერთი ქართული ოჯახიდან „ორერას“, რევაზ ლაღიძის, კონსტანტინე პევზნერის სიმღერები ისმოდა, მეორეგან კი, ყველასგან მალულად, ისე რომ არავის გაეგო, აკრძალულ მუსიკას - „ბიტლზის“ და ელვის პრესლის როკენროლს უსმენდნენ.
  • როცა ქართულ რეალობაში რომანტიკა, პოეზია და დროის გატარების საუცხოო საშუალება ოჯახურ-მეგობრული შეკრებები იყო.

მონაწილეობენ: სოფო გელოვანი, გიგი ადამაშვილი, ცირა კობიაშვილი, მარიამ შენგელია, გიორგი ცხადაძე.

ბენდი: სალომე გოცირიძე (ბასი); ნიკოლოზ ბუზალაძე (გიტარა); გიგი კობერიძე (დრამი); ნიკოლოზ ჩარკვიანი (კლავიში); გვანცა კუპატაძე (ბექ ვოკალი).

წამყვანი: მსახიობი - დავით ველიჯანაშვილი

DJ: ALEX

შემოქმედებითი ჯგუფი:

პროექტის ავტორი: გიორგი ასანიშვილი
რეჟისორები: ზაზა ორაშვილი, გიორგი დეკანოიძე
პროდიუსერები: ნინჩო ფირცხალავა, სალომე ბენდიანიშვილი, ვახო ხვიჩია

„თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელი: ზაალ ჩიქობავა

ბილეთის ფასი:
I ზონა - 80ლ.
II ზონა - 80ლ.
ანტრესოლი - 70 ლ.
ბილეთის საფასური მოიცავს მხოლოდ ღონისძიებაზე დასწრებას.

• ბილეთების შეძენის შემდეგ, მაგიდის ადგილმდებარეობისა და მენიუს შესარჩევად, დაგიკავშირდებათ თეატრის მენეჯერი.

• დეტალური ინფორმაციისთვის და მენიუს წინასწარ შესაკვეთად: 032 2 88 88 80

• გთხოვთ, გაითვალისწინოთ - შეძენილი ბილეთი უკან არ ბრუნდება!

რესტორანი იხსნება - 19:00 საათზე, პროგრამა იწყება - 20:00 საათზე.
მის: ბელიაშვილის 99