პრემიერა - ჭირვეულის მორჯულება ანუ Felicità

16 ივნ 20:45

„წისქვილის თეატრი“ მორიგ პრემიერას წარმოგიდგენთ - მუსიკალურ კომედიას „ჭირვეულის მორჯულება ანუ Felicità“.

უილიამ შექსპირის ცნობილი კომედიის ინსპირაციითა და ყველასთვის საყვარელი იტალიური ფილმის მოტივებზე შექმნილი სრულიად ახალი წარმოდგენა, რომელიც გაჯერებულია უკვდავი იტალიური ჰიტებით, იუმორით, სიყვარულითა და მოულოდნელი თავგადასავლებით.

ამბავი ერთ ჯიუტ იტალიელ ფერმერსა და მდიდარ, თავდაჯერებულ ქალზე, რომელსაც უარს არავინ არაფერზე ეუბნება.
საბედისწერო შეხვედრის შემდეგ ნაპერწკალი ღვივდება, თუმცა საკითხავია - ვინ უფრო ჭირვეულია - ქალი თუ კაცი?
ვინ ვის მოარჯულებს?
და საერთოდ… რას აკეთებს ამ ყველაფერში თავად უილიამ შექსპირი?

ამაზე პასუხს მხოლოდ მაშინ გაიგებთ, როცა „თეატრს“ ეწვევით.

არ გამოტოვოთ დიდი მხიარულება თეატრში, ჭირვეულები უკვე გელოდებიან…

წარმოდგენა გაიმართება ვახშმის თანხლებით

მუსიკალური კომედია 3 ნაწილად

(კასტელანოსა და პიპოლოს ამავე სახელწოდების ფილმის მოტივებზე, უილიამ შექსპირისეული ელემენტებით)

იდეის და ინსცენირების ავტორი: ზაალ ჩიქობავა და თეა ყიფშიძე

შემოქმედებითი გუნდი:

დამდგმელი რეჟისორი: ზაალ ჩიქობავა
რეჟისორი: გურანდა იაშვილი
ქორეოგრაფი: გიორგი ტორიაშვილი
კოსტიუმების მხატვარი / სცენოგრაფია: ანა ნინუა
ვოკალის პედაგოგი: თამუნა არჩვაძე
სიმღერების ტექსტი: ირინა სანიკიძე, თეა ყიფშიძე
მხატვარ-გამნათებელი: გელა მუმლაძე
ხმის რეჟისორი: რომა მატვეევი

სადადგმო ნაწილის ხელმძღვანელი: ნიკოლოზ ჯიბუტი
ბრენდ-შეფი: ალექს ნათაძე

მოქმედი გმირები:

ელია სორჩინელი - გიგი დედალამაზიშვილი
ლიზა არმანი - თინათინ წულაძე
მამი - მარიკო ებრალიძე
რენატა - ანა ქურთუბაძე
ვიტორიო - ანდრია გველესიანი
უილიამ შექსპირი; დონ ჩირილო - ალექსანდრე ბეგალიშვილი
პაჟი; ჟურნალისტი; კონფერანსიე - გიორგი გიგიბერია
ავტოგასამართი სადგურის ოპერატორი - აკო გოგელია
ტონიო - გიგა შურღაია
საქმეთა მმართველი - ლუკა ხეჩუმაშვილი
ბარმენი; გუსტავო - ლაშა მორჩილაძე
ლუჩია - მარიამ ჩუხრუკიძე / ანა ამილახვარი
მიგელე - ანდრია ზაქარაია
ღამის კლუბის მომღერლები; ჭორიკანა ქალები - ანა გვანცელაძე, ანა სახიაშვილი, ბარბარე ურიდია / სალომე თათარაშვილი;
მოსამართლე - მათე მამულაშვილი

სოფლის მაცხოვრებლები: გიორგი ტორიაშვილი, გიორგი სუთიძე, რატი ბლიაძე, გიორგი ჩხეიძე, ნატაშკა იაშვილი, ანა შუბლაძე, თეონა კოჭლამაზაშვილი, ბარბარე ჩხეიძე, ლონდა ტყემალაძე, ნუცა ტარუაშვილი

უილიამ შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“ მთელ მსოფლიოში მაყურებელს 10 ათასამდე ვერსიას სთავაზობს, თუმცა დღესდღეობით კომედიის მოტივებზე ერთადერთი მიუზიკლია ცნობილი, რომელიც 1948 წელს ბროდვეიზე დაიდგა სახელწოდებით „მაკოცე, ქეით“. პიესა თეატრალურ სამყაროში 100-მდე ენაზე გათამაშდა და ის დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც 400 წლის წინ, რადგან ეს არის მარადიული თემა - ვისთვის როგორია სიყვარული, რა მსხვერპლს იღებენ მისთვის და საბოლოოდ როგორ სრულდება ამბავი სიყვარულისა.


„თეატრის“ მიერ შექმნილი თვისობრივად ახალი კომედია „ჭირვეულის მორჯულება ანუ Felicita“ გრძნობების მიუზიკლია - აქ ყველა სიყვარულს ეძებს, მე-16 საუკუნიდან დღემდე. აქ დრო და ეპოქა თითქოს წაშლილია, აქ ჭირვეულია ყველა - მთავარი გმირებით დაწყებული სოფლის მაცხოვრებლებით დამთავრებული, თუმცა საბოლოოდ იმარჯვებს გრძნობა და ესაა Felicita ანუ დიდი ბედნიერება.

გაითვალისწინეთ!

  • ბილეთის ფასი მოცემულია ერთ სტუმარზე.
  • ბილეთის საფასურში შედის წარმოდგენაზე დასწრება ვახშმის თანხლებით.
  • ვახშმის მენიუს ირჩევთ წინასწარ, ბილეთის შეძენისდროს. ადგილზე ვერშეუკვეთავთ. შეგიძლიათ, შეუკვეთოთ მხოლოდ ხემსის დაფა, ქართული ნუგბარიდა სასმელი.
  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ - შეძენილი ბილეთი არ ბრუნდება.
  • დაგვიანებული სტუმარი აქტის დასრულებამდე სივრცეში არ დაიშვება.
  • არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები წარმოდგენაზე არ დაიშვებიან.

კარი იხსნება: 20:00 სთ
წარმოდგენა და ვახშამი: 20:45 სთ
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 577 00 08 88