გასტრონომია

„თეატრში“ გასტრონომიაც წარმოდგენაა. ახალგაზრდა და იმპროვიზაციის უნარით დაჯილდოებული ბრენდ-შეფის, ალექს ნათაძის თითოეული კერძი უბრალოდ მომზადებული საკვები არაა, ის შოუს კონცეფციას ეხმიანება და მისი ნაწილი ხდება. ამიტომაც, როცა პერფორმანსი იგეგმება, ბრენდ-შეფი და მზარეულთა დიდი გუნდიც იქვეა. ასე იქცევა თითოეული სტარტერი, მთავარი კერძი და დესერტი „თეატრის“ თითოეული ღონისძიების ხასიათის, სტილისა და ჟანრის ნაწილად.

ალექს ნათაძე არ მალავს, რომ „თეატრის“ სამზარეულო განსხვავდება „წისქვილის“ რესტორნების უმეტესად ქართული ტრადიციული კერძებისგან, თუმცა უცვლელი რჩება ხარისხი. ბრენდ-შეფმა თავის გუნდთან ერთად უკვე მოახერხა სტუმრების გაოცება. „თეატრის“ სამზარეულოზე ალაპარაკდნენ, კერძების ფოტოებით აჭრელდა სოციალური ქსელები.

 მიზანი მიღწეულია - გასტრონომია და წარმოდგენა თანხვედრაშია. კონცეპტუალური გასტრო-თეატრალური პრემიერა წარმატებით შედგა.